არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲙᲘᲗᲮᲕᲐ 7

რას წინასწარმეტყველებს ბიბლია ჩვენს დროზე?

„ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ . . . ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია“

(მათე 24:7, 8).

„გამოჩნდება ბევრი ცრუწინასწარმეტყველი და ისინი მრავალს შეაცდენენ. უკანონობის გამრავლების გამო უმეტესობას სიყვარული გაუნელდება“

(მათე 24:11, 12).

„როცა გაიგონებთ ომების ხმებს და მოისმენთ ცნობებს ომების შესახებ, ნუ შეშინდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული“

(მარკოზი 13:7).

„იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, საზარელი მოვლენები და დიდი ნიშნები ციდან“

(ლუკა 21:11).

„იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, მოტრაბახეები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, გულცივები, ჯიუტები, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა, გარეგნულად ღვთისმოშიშნი, რომელთა საქმეებიც ღვთისმოშიშებაზე არ იმეტყველებს“

(2 ტიმოთე 3:1—5).