ამოსი 5:1—27
5 «ისრაელო, ისმინე ეს სიტყვა, გლოვით რომ ვმღერი შენზე:
2 „დაეცა ქალწული ისრაელი, ვეღარ დგება;მიტოვებულია თავის მიწაზე, არავინაა მისი წამომყენებელი“.
3 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა:
„იმ ქალაქში, საიდანაც ათასი მეომარი გამოდიოდა, ასი კაციღა დარჩებადა იქ, საიდანაც ასი მეომარი გამოდიოდა, ათიღა დარჩება ისრაელს“.+
4 აი, რას ეუბნება იეჰოვა ისრაელის ხალხს:
„მეძებეთ და იცოცხლეთ!+
5 ნუ დაუწყებთ ძებნას ბეთელს,+ნუ წახვალთ გილგალში+ და ნუ გაემართებით ბეერ-შებისკენ,+რადგან გილგალი გადასახლებაში წავა+
და ბეთელი არარაობად იქცევა*.
6 ეძებეთ იეჰოვა და იცოცხლეთ,+რათა ის ცეცხლივით არ აგიზგიზდეს იოსების შთამომავლებზე,და ისე არ გადაწვას ბეთელი, რომ არავინ იყოს ცეცხლის ჩამქრობი.
7 თქვენ სამართალს აბზინდად აქცევთდა სიმართლეს მიწაზე ანარცხებთ.+
8 ქიმის* თანავარსკვლავედისა და ქესილის* თანავარსკვლავედის+ შემოქმედი,ის, ვინც უკუნ ბნელს დილად აქცევსდა დღეს ღამესავით აბნელებს,+ის, ვინც ზღვის წყლებს უხმობს,და მიწის პირზე ღვრის+ —იეჰოვაა მისი სახელი;
9 ის ელვის სისწრაფით დააქცევს ძლიერსდა დაამხობს ციხესიმაგრეებს.
10 გძულთ ქალაქის კარიბჭესთან მამხილებელიდა ვერ იტანთ სიმართლის მთქმელს.+
11 რაკი მიწის ქირას სთხოვთ ღარიბსდა ბეგარად მარცვლეულს ართმევთ,+ვეღარ იცხოვრებთ სახლებში, თლილი ქვებით რომ აიშენეთ,+ვეღარც ღვინოს დალევთ საუცხოო ვენახებიდან, თქვენთვის რომ გაიშენეთ.+
12 რადგან ვიცი, რამდენად მძიმეა თქვენი დანაშაულიდა რაოდენ მრავალია თქვენი ცოდვები —ავიწროებთ მართალს,ქრთამს იღებთდა სამართალს არ უჩენთ ღარიბს ქალაქის კარიბჭესთან.+
13 მაშინ დადუმდება გამჭრიახი,რადგან ეს უბედურების დრო იქნება.+
14 კარგი აკეთეთ და არა ცუდი,+რათა იცოცხლოთ+
და ლაშქართა ღმერთი იეჰოვა იყოს თქვენთან,როგორც ამბობთ კიდეც.+
15 შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია,+სამართალი აღასრულეთ კარიბჭესთან,+
იქნებ ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამშეიწყალოს იოსებისგან დარჩენილები“.+
16 ამიტომ, აი, რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:
„მოთქმას დაიწყებენ ყველა მოედანზედა ყველა ქუჩაზე იტყვიან, ვაი, ვაიო!
მიწათმოქმედებს საგლოვად მოუხმობენდა დაქირავებულ მოტირალებს — სატირლად.
17 ყველა ვენახში მოთქმას მოჰყვებიან,+რადგან მე გავივლი თქვენ შორის, — ამბობს იეჰოვა. —
18 ვაი მათ, ვისაც იეჰოვას დღის მოსვლა სწადია!+
რას მოგიტანთ იეჰოვას დღე?!+
ბნელი იქნება ის და არა ნათელი;+
19 ეს ისე იქნება, კაცი რომ ლომს გაექცევა და დათვს გადაეყრება,მერე კი სახლში შევა, ხელით კედელს მიეყრდნობა და გველი დაგესლავს.
20 ბნელი იქნება იეჰოვას დღე და არა ნათელი!წყვდიადით იქნება მოცული და არა სინათლით!
21 მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაულები,+არ მსიამოვნებს თქვენს საზეიმო თავყრილობებზე დატრიალებული სუნი.
22 მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და შესაწირავიც რომ შემომწიროთ,არ მესიამოვნება;+ზედაც არ შევხედავ სამშვიდობო მსხვერპლად შემოწირულ ნასუქ პირუტყვს.+
23 ნუღარ მასმენინებ შენს ხმაურიან სიმღერებს,ნუღარ გამაგონებ შენი სიმებიანი საკრავების ხმას.+
24 წყალივით იდინოს სამართალმა+და სიმართლემ — უშრეტ მდინარესავით.
25 განა ჩემთვის მოგქონდა მსხვერპლი და შესაწირავიუდაბნოში 40 წელი, ისრაელო?!+
26 თან წაიღებთ თქვენს მეფე სიკუთსა და ქიუნს*,თქვენ მიერ გაღმერთებული ვარსკვლავის ქანდაკებებს,
27 და დამასკოს იქით გადაგასახლებთ“,+ — ამბობს ის, ვისი სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა».+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „ბეთელს იდუმალება მოიცავს“.
^ შესაძლოა იგულისხმებოდეს ორიონის თანავარსკვლავედი.
^ შესაძლოა იგულისხმებოდეს ვარსკვლავთა გროვა კუროს თანავარსკვლავედში.
^ სავარაუდოდ, „სიკუთითა და ქიუნით“ გაღმერთებულ სატურნს მოიხსენიებდნენ.