გამოსვლა 22:1—31

  • ისრაელისთვის მიცემული კანონები (1—31).

    • ქურდობის შესახებ (1—4).

    • მოსავლის გაჩანაგების შესახებ (5, 6).

    • ზარალის ანაზღაურებისა და საკუთრების უფლების შესახებ (7—15).

    • ქალის შეცდენის შესახებ (16, 17).

    • თაყვანისცემისა და სოციალურად დაუცველების შესახებ (18—31).

22  „თუ კაცი მოიპარავს ხარს ან ცხვარს და დაკლავს ან გაყიდის, ხარის სანაცვლოდ პატრონს ხუთი ხარი მიუყვანოს, ცხვრის სანაცვლოდ კი — ოთხი ცხვარი.+  (თუ ქურდს+ ღამით სახლში შეჭრისას წაასწრეს, დაჰკრეს და მოკლეს, მის მკვლელს სისხლი არ მოეკითხება.  მაგრამ, თუ ეს მზის ამოსვლის შემდეგ მოხდება, მკვლელს სისხლი მოეკითხება). ქურდმა ზარალი უნდა აანაზღაუროს. თუ არაფერი აქვს, მაშინ იგი ნაქურდალის სანაცვლოდ უნდა გაიყიდოს.  თუ მას ნაქურდალი ცოცხალი აღმოაჩნდა, ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, პატრონს ერთის ნაცვლად ორი მიუყვანოს.  თუ კაცი თავის პირუტყვს მიუშვებს და ის სხვის მინდორს ან ვენახს გადაჭამს, ზარალი თავისი მინდვრის ან ვენახის საუკეთესო ნაყოფით აანაზღაუროს.  თუ დანთებული ცეცხლი ეკალბარდებს მოედება და ძნები, ყანა ან მინდორი გადაიწვება, ცეცხლის დამნთებმა ზარალი უნდა აანაზღაუროს.  თუ კაცი თავის მოძმეს ფულს ან სხვა რამეს მისცემს შესანახად, მოძმეს კი მიბარებულს სახლიდან მოჰპარავენ და ქურდს იპოვიან, ქურდმა ზარალი ორმაგად უნდა აანაზღაუროს.+  თუ ქურდს ვერ იპოვიან, სახლის პატრონი ღვთის წინაშე უნდა მიიყვანონ+ იმის გასარკვევად, მას ხომ არ უხლია ხელი თავისი მოძმის საკუთრებისთვის.  სხვისი საკუთრების მითვისების შემთხვევაში, ხარი იქნება, ვირი, ცხვარი, ტანსაცმელი თუ ნებისმიერი დანაკარგი, რაზეც ერთ-ერთი მხარე იტყვის, ჩემიაო, ორივემ საქმე ღვთის წინაშე წარადგინოს.+ ვისაც ღმერთი დამნაშავედ ცნობს, მან მოძმეს ზარალი ორმაგად აუნაზღაუროს.+ 10  თუ კაცი თავის მოძმეს ვირს, ხარს, ცხვარს ან ნებისმიერ შინაურ ცხოველს მიაბარებს და ცხოველი მოკვდება, დასახიჩრდება ან მას ისე გაიტაცებენ, რომ ვერავინ დაინახავს, 11  მან, ვისაც ის მიბარებული ჰყავდა, იეჰოვას წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია იმისთვის, რაც მოძმემ მიაბარა. პატრონმა მას დაუჯეროს, მან კი ზარალი არ უნდა აანაზღაუროს.+ 12  მაგრამ, თუ მას ცხოველი მოჰპარეს, მან პატრონს ზარალი უნდა აუნაზღაუროს. 13  თუ ცხოველი მხეცმა დაგლიჯა, დასამოწმებლად პატრონს დაგლეჯილი ცხოველი უჩვენოს. ამ შემთხვევაში მან პატრონს ზარალი არ უნდა აუნაზღაუროს. 14  თუ ვინმე თავისი მოძმისგან პირუტყვს ითხოვებს, პირუტყვი კი პატრონის არყოფნის დროს დასახიჩრდება ან მოკვდება, მან პატრონს ზარალი უნდა აუნაზღაუროს. 15  თუ პატრონი იქ იყო, მოძმემ ზარალი არ უნდა აანაზღაუროს. თუ დაქირავებული ჰყავდა, გადახდილი ქირა ზარალის ანაზღაურებად ჩაითვლება. 16  თუ კაცი შეაცდენს ქალწულს, რომელიც დანიშნული არ არის, და დაწვება მასთან, ურვადი გადაიხადოს და ცოლად შეირთოს.+ 17  თუ მამა უარზე დადგება და ქალს არ მიათხოვებს, მან ურვადის საფასური მაინც უნდა გადაიხადოს. 18  არ აცოცხლო გრძნეული.+ 19  ვინც ცხოველთან დაწვება, უნდა მოკვდეს.+ 20  ვინც იეჰოვას გარდა სხვა ღმერთს შესწირავს მსხვერპლს, უნდა განადგურდეს.+ 21  ცუდად არ მოეპყრო ხიზანს და არ შეავიწროო იგი,+ რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტეში.+ 22  არ დაჩაგროთ ქვრივ-ობოლი.+ 23  თუ დაჩაგრავ, ის კი შემომღაღადებს, შევისმენ მის ღაღადს;+ 24  განვრისხდები და მახვილით დაგხოცავთ, თქვენი ცოლები დაქვრივდებიან და შვილები დაობლდებიან. 25  თუ ფულს ასესხებ ჩემი ხალხიდან ღარიბს, მას მევახშესავით ნუ მოექცევი. სარგებელი არ მოსთხოვო.+ 26  თუ მოძმეს სესხის სანაცვლოდ მოსასხამს გამოართმევ,+ მზის ჩასვლამდე დაუბრუნე; 27  ის მისი ერთადერთი მოსასხამია. ის უფარავს მას სხეულს. რით დაწვება დასაძინებლად?!+ როცა შემომღაღადებს, შევისმენ, რადგან თანამგრძნობი ვარ.+ 28  აუგად ნუ მოიხსენიებ ნურც ღმერთს+ და ნურც შენი ხალხის თავკაცს.+ 29  უგულოდ ნუ შესწირავ შენი უხვი მოსავლიდან და იქიდან, რაც შენი საწნეხიდან* უხვად გამოვა.+ შენი ვაჟებიდან პირმშო მე მომიძღვენი.+ 30  ასე მოიქეცი ხბოსა და ბატკნის შემთხვევაშიც:+ შვიდი დღე დატოვე დედასთან, მერვე დღეს კი მომიძღვენი.+ 31  წმინდები იყავით ჩემ წინაშე;+ მხეცის მიერ მინდორში დაგლეჯილი არაფერი ჭამოთ,+ ძაღლებს გადაუგდეთ“.

სქოლიოები

იგულისხმება ზეთისა და ყურძნის საწური.