იოანეს გამოცხადება 11:1—19

  • ორი მოწმე (1—13).

    • ჯვალოთი შემოსილები 1 260 დღის განმავლობაში წინასწარმეტყველებენ (3).

    • ორი მოწმის დახოცვა და დაუმარხავად დატოვება (7—10).

    • სამ დღე-ნახევრის შემდეგ მათი გაცოცხლება (11, 12).

  • მეორე ვაიმ გადაიარა, მესამე ახლოვდება (14).

  • მეშვიდე საყვირი (15—19).

    • ჩვენი უფლისა და მისი ცხებულის სამეფო (15).

    • დედამიწის მომსპობთა მოსპობა (18).

11  მომცეს კვერთხის მსგავსი ლერწამი+ და მითხრეს: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი, სამსხვერპლო და დათვალე ისინი, ვინც იქ თაყვანსაცემად არის მისული.  ეზო კი, რომელიც ტაძრის გარეთ არის, გამოტოვე და არ გაზომო, რადგან ის უცხოტომელებს გადაეცა. წმინდა ქალაქი+ მათ მიერ 42 თვე იქნება გათელილი.+  ჩემს ორ მოწმეს, ჯვალოთი შემოსილებს, ვაწინასწარმეტყველებინებ 1 260 დღის განმავლობაში“.  ამ ორ მოწმეს ორი ზეთისხილის ხე+ და ორი სალამპრე+ განასახიერებს; ისინი დედამიწის უფლის წინაშე დგანან.+  თუ ვინმეს უნდა, რომ ავნოს მათ, ცეცხლი გამოდის მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. ვინც მოინდომებს, რომ ავნოს მათ, ასე უნდა მოკვდეს.  ისინი უფლებამოსილნი არიან, დაახშონ ცა,+ რათა წვიმა არ მოვიდეს+ მათი წინასწარმეტყველების დღეებში; ისინი უფლებამოსილნი არიან, წყალი სისხლად აქციონ+ და ყველანაირი უბედურება დაატეხონ დედამიწას, რამდენჯერაც ამას მოისურვებენ.  როცა წინასწარმეტყველებას დაასრულებენ, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, სძლევს და დახოცავს.+  მათი გვამები დიდი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ეყრება. ამ ქალაქს, სადაც მათი უფალიც გააკრეს ძელზე, სიმბოლურად, სოდომი და ეგვიპტე ჰქვია.  ხალხები, ტომები, ენები და ერები მათ გვამებს სამდღე-ნახევარი+ თვალს არ მოაცილებენ და არ დაამარხვინებენ სამარხში. 10  დედამიწის მკვიდრნი გაიხარებენ მათი სიკვდილით, იზეიმებენ და ერთმანეთს ძღვენს გაუგზავნიან, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი დედამიწის მკვიდრთ ტანჯავდა. 11  სამდღე-ნახევრის შემდეგ ღმერთმა მათ სიცოცხლის სული ჩაუდგა,+ წამოდგნენ და თავზარი დასცეს თავიანთ მხილველებს. 12  მათ ციდან მოესმათ დიდი ხმა, რომელმაც უთხრა: „ამოდით აქ!“ ისინი ღრუბლით ავიდნენ ზეცად, მათი მტრები კი უყურებდნენ მათ. 13  იმავე საათს ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ქალაქის მეათედი მიწასთან გასწორდა; მიწისძვრამ 7 000 კაცი შეიწირა, დანარჩენები კი შეშინდნენ და ზეციერ ღმერთს დიდება მიაგეს. 14  მეორე ვაიმ+ გადაიარა. მესამე სწრაფად ახლოვდება. 15  ჩაჰბერა საყვირს მეშვიდე ანგელოზმა+ და ცამ დაიგრგვინა: „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ცხებულის*+ სამეფო გახდა+ და ის იმეფებს მარადიულად!“+ 16  ღვთის წინაშე ტახტებზე მსხდომი 24 უხუცესი+ პირქვე დაემხო, თაყვანი სცა ღმერთს 17  და თქვა: „გმადლობთ, იეჰოვა* ღმერთო, ყოვლისშემძლევ, რომელიც ხარ+ და რომელიც იყავი, შენი ძლევამოსილებით რომ დაიწყე მეფობა.+ 18  მაგრამ ხალხები განრისხდნენ და შენც განრისხდი; მოვიდა დანიშნული დრო, რათა გაასამართლო მკვდრები და დააჯილდოო+ შენი მონები, წინასწარმეტყველები,+ წმინდები და შენი სახელის მოშიშები, დიდიც და მცირეც, ხოლო დედამიწის მომსპობნი მოსპო“.+ 19  გაიღო ღვთის ტაძარი ზეცაში და გამოჩნდა ტაძარში მისი შეთანხმების კიდობანი.+ დაიწყო ელვა და ჭექა-ქუხილი, გაისმა ხმები, მოხდა მიწისძვრა და ძლიერი სეტყვაც წამოვიდა.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ქრისტეს“.