დაბადება 1:1—31

  • ცისა და დედამიწის შექმნა (1, 2).

  • დედამიწის საცხოვრებლად მომზადება, ექვსდღიანი მონაკვეთი (3—31).

    • 1-ლი დღე: სინათლის გამოჩენა, დღისა და ღამის გაყოფა (3—5).

    • მე-2 დღე: სივრცის წარმოქმნა (6—8).

    • მე-3 დღე: ხმელეთისა და მცენარეული საფრის შექმნა (9—13).

    • მე-4 დღე: ციურ მნათობთა შექმნა (14—19).

    • მე-5 დღე: თევზებისა და ფრინველების შექმნა (20—23).

    • მე-6 დღე: ცხოველებისა და ადამიანების შექმნა (24—31).

1  თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა.+  დედამიწა იყო უფორმო და უდაბური. სიბნელე იყო ღრმა წყლის+ ზედაპირზე და ღვთის სული*+ იძვროდა წყლის ზევით.+  ღმერთმა თქვა: „გამოჩნდეს სინათლე“, და გამოჩნდა სინათლე.+  დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო სინათლე; ზღვარი დაუდო მან სინათლესა და სიბნელეს.  ღმერთმა სინათლეს დღე უწოდა, სიბნელეს კი — ღამე.+ დადგა საღამო და დადგა დილა, პირველი დღე.  შემდეგ ღმერთმა თქვა: „გაჩნდეს სივრცე+ წყლებს შორის და გაიყოს წყლები“.+  დაიწყო ღმერთმა სივრცის წარმოქმნა და წყლების გაყოფა, რომ ყოფილიყო წყლები სივრცის ქვევით და წყლები — სივრცის ზევით,+ და ასეც მოხდა.  ღმერთმა სივრცეს ცა უწოდა. დადგა საღამო და დადგა დილა, მეორე დღე.  ღმერთმა თქვა: „ერთად შეგროვდეს წყლები, ცის ქვევით რომ არის, და გამოჩნდეს ხმელეთი“,+ და ასეც მოხდა. 10  ღმერთმა ხმელეთს+ მიწა უწოდა, ხოლო შეგროვილ წყლებს — ზღვები.+ დაინახა მან, რომ ესეც კარგი+ იყო. 11  შემდეგ ღმერთმა თქვა: „აღმოაცენოს მიწამ ბალახი, თესლოვანი მცენარეები და თესლიანი ნაყოფის მომცემი ხეები დედამიწაზე მათი გვარისდა მიხედვით“, და ასეც მოხდა. 12  დაიწყო მიწამ ბალახის, თესლოვანი მცენარეებისა+ და თესლიანი ნაყოფის მომცემი ხეების აღმოცენება მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 13  დადგა საღამო და დადგა დილა, მესამე დღე. 14  ღმერთმა თქვა: „გამოჩნდეს მნათობები+ ცის სივრცეში, რომ ზღვარი დაიდოს დღესა და ღამეს+ შორის. ისინი იქნებიან წელიწადის დროების, დღეებისა და წლების+ განმსაზღვრელნი; 15  იქნებიან ცის სივრცეში მნათობებად, რომ გაანათონ დედამიწა“, და ასეც მოხდა. 16  განაწესა ღმერთმა ორი მნათობი: დიდი მნათობი+ — დღის განმგებლად და პატარა მნათობი — ღამის განმგებლად; მან ვარსკვლავებიც+ განაწესა. 17  განალაგა ღმერთმა ისინი ცის სივრცეში, რათა გაენათებინათ დედამიწა, 18  განეგოთ დღე და ღამე და ზღვარი დაედოთ სინათლესა და სიბნელეს შორის.+ დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 19  დადგა საღამო და დადგა დილა, მეოთხე დღე. 20  შემდეგ ღმერთმა თქვა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი არსებები* და იფრინონ ფრინველებმა* მიწის ზევით, ცის სივრცეში“.+ 21  შექმნა ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველები და ყველა ცოცხალი არსება, რომლებიც წყლებში ირევიან, მათი გვარისდა მიხედვით, და ყველა ფრინველი მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 22  აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: „ინაყოფიერონ, გამრავლდნენ და აავსონ ზღვები.+ გამრავლდეს ფრინველი დედამიწაზე“. 23  დადგა საღამო და დადგა დილა, მეხუთე დღე. 24  შემდეგ ღმერთმა თქვა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები, ქვეწარმავლები* და გარეული ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით“,+ და ასეც მოხდა. 25  დაიწყო ღმერთმა დედამიწაზე გარეული ცხოველების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით, აგრეთვე შინაური ცხოველებისა და ქვეწარმავლების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 26  ღმერთმა თქვა: „შევქმნათ+ ადამიანი ჩვენ ანარეკლად,+ ჩვენ მსგავსებად.+ მას დაემორჩილონ ზღვის თევზები, ცის ფრინველები, შინაური ცხოველები, ყველა სხვა ცხოველი დედამიწაზე და მთელი დედამიწა“.+ 27  დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის მსგავსებად, ღვთის მსგავსებად შექმნა იგი; კაცი და ქალი შექმნა მან.+ 28  აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა,+ დაეპატრონეთ+ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ+ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“. 29  შემდეგ ღმერთმა თქვა: „გაძლევთ ყველა თესლოვან მცენარესა და თესლიანი ნაყოფის მომცემ ყველა ხეს, რაც კი დედამიწაზეა. ეს გქონდეთ საჭმელად.+ 30  დედამიწის ყველა გარეულ ცხოველს, ყველა ფრინველს და დედამიწაზე ყველა სხვა ცხოველს — ცოცხალ სულს, მწვანე მცენარეულობა მივეცი საჭმელად“.+ ასეც მოხდა. 31  დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო.+ დადგა საღამო და დადგა დილა, მეექვსე დღე.

სქოლიოები

სხვაგვარად — „მოქმედი ძალა“.
ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ოფ“. იგულისხმება ფრთიანი მწერებიც.
ებრ. „რემეს“. სავარაუდოდ, იგულისხმება პატარა ცხოველებიც, მღრღნელებიცა და მწერებიც.