დაბადება 2:1—25
2 ასე დასრულდა ცის, დედამიწისა და ყოველივე მათში არსებულის შექმნა.+
2 ღმერთმა მეშვიდე დღის დადგომამდე დაასრულა თავისი საქმე; მეშვიდე დღეს მან ყველა თავისი საქმისგან დაისვენა*.+
3 აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდად გამოაცხადა, რადგან ამ დღეს დაისვენა იმ ყველაფრის შექმნის შემდეგ, რაც განზრახული ჰქონდა.
4 ასე წარმოიშვა ცა და დედამიწა იმ დღეს, როდესაც იეჰოვა* ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა.+
5 დედამიწაზე ჯერ არც ბუჩქები იყო და არც სხვა მცენარეები, რადგან იეჰოვა ღმერთს ჯერ არ ეწვიმებინა დედამიწაზე და არც ადამიანი არსებობდა, რომ მიწა დაემუშავებინა.
6 მიწას ორთქლი ასდიოდა და მთელი დედამიწის ზედაპირს რწყავდა.
7 დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან,+ ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა+ და იგი ცოცხალ სულად* იქცა.+
8 გააშენა იეჰოვა ღმერთმა ბაღი ედემში,+ აღმოსავლეთით, და იქ დაასახლა თავისი შექმნილი ადამიანი.+
9 იეჰოვა ღმერთმა მიწიდან აღმოაცენა მრავალი ლამაზი და საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი ხე, აგრეთვე სიცოცხლის ხე+ ბაღის შუაგულში და სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე.+
10 ედემიდან მდინარე მოედინებოდა ბაღის მოსარწყავად და ოთხ ნაკადად იტოტებოდა.
11 პირველი მდინარეა ფიშონი; ის გარს უვლის ხავილის მთელ მიწას, სადაც ოქროა.
12 კარგია იმ მიწის ოქრო. იქ სამყეს ფისიც არის და ონიქსიც.
13 მეორეა გიხონი; ის გარს უვლის ქუშის მთელ მიწას.
14 მესამეა ხიდეკელი*;+ ის ასურეთის+ აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე ევფრატია.+
15 იეჰოვა ღმერთმა ადამიანი ედემის ბაღში დაასახლა, რათა მას დაემუშავებინა ის და ეზრუნა მასზე.+
16 იეჰოვა ღმერთმა კაცს უბრძანა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება,+
17 მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები!“+
18 შემდეგ იეჰოვა ღმერთმა თქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“.+
19 მიჰყავდა იეჰოვა ღმერთს კაცთან გარეული ცხოველები და ფრინველები, რომლებიც მიწისგან შექმნა, რომ ენახა, რას დაარქმევდა მათ. რასაც კაცი დაარქმევდა თითოეულ არსებას*, ის იქნებოდა მისი სახელი.+
20 არქმევდა ის სახელებს შინაურ ცხოველებს, ფრინველებსა და გარეულ ცხოველებს. იმ დროს კაცს დამხმარე, შემავსებელი, არ ჰყავდა.
21 იეჰოვა ღმერთმა ღრმა ძილი მოჰგვარა კაცს, მძინარეს ნეკნი ამოუღო და ის ადგილი შეუხორცა.
22 ნეკნისგან, კაცს რომ ამოუღო, იეჰოვა ღმერთმა ქალი შექმნა და კაცს მიუყვანა.+
23 მაშინ კაცმა თქვა:
„აი, ესაა ძვალი ჩემი ძვალთაგანიდა ხორცი ჩემი ხორცთაგანი.
კაცისგანაა აღებული+და ქალი* ერქვას მას“.
24 ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან.+
25 ორივენი შიშვლები+ იყვნენ, კაციც და ქალიც, მაგრამ არ რცხვენოდათ.
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „დაიწყო დასვენება“. დედანში გამოყენებული ზმნა გამოხატავს განგრძობით მოქმედებას.
^ ებრაულ ტექსტში აქ პირველად გვხვდება ღვთის საკუთარი სახელი, ებრაულად יהוה (ჲჰვჰ). იხ. დანართი ა4.
^ სხვაგვარად — „ცოცხალ არსებად“; ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იგივე ტიგროსი.
^ ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „დედაკაცი“.