დაბადება 29:1—35

  • იაკობისა და რახელის შეხვედრა (1—14).

  • იაკობს რახელი უყვარდება (15—20).

  • იაკობს ცოლებად ლეა და რახელი მოჰყავს (21—29).

  • ლეა იაკობს ოთხ ვაჟს, რეუბენს, სიმონს, ლევისა და იუდას უჩენს (30—35).

29  დაიძრა იაკობი და აღმოსავლელთა მიწისკენ გაემართა.  მინდორში ჭა დაინახა; იქვე ახლოს სამი ცხვრის ფარა იწვა. ცხვარს იმ ჭიდან არწყულებდნენ ხოლმე. ჭას დიდი ლოდი ეფარა.  როცა ყველა ფარა შეგროვდებოდა, მწყემსები ჭიდან ლოდს გადააგორებდნენ ხოლმე და ცხვარს არწყულებდნენ, შემდეგ კი ჭას ისევ აფარებდნენ ლოდს.  იაკობმა მათ ჰკითხა: „ძმებო, საიდან ხართ?“ მათ მიუგეს: „ხარანიდან“.+  შემდეგ ჰკითხა: „იცნობთ ლაბანს,+ ნახორის+ შვილიშვილს?“ მათ მიუგეს: „ვიცნობთ“.  მან ჰკითხა: „ხომ კარგად არის?“ მათ უპასუხეს: „კარგადაა. აი მისი ქალიშვილი რახელი,+ ცხვარს მოერეკება“.  მან უთხრა: „ჯერ შუადღეა, ცხვრის მორეკვა ადრეა. დაარწყულეთ ცხვარი და ისევ წაიყვანეთ საძოვარზე“.  მათ უთხრეს: „მაგას ვერ ვიზამთ. სანამ ყველა ფარა არ შეგროვდება, ჭიდან ლოდს ვერ გადავაგორებთ და ვერ დავარწყულებთ ცხვარს“.  იაკობი ჯერ კიდევ მათ ელაპარაკებოდა, როცა რახელმა მამამისის ცხვარი მორეკა; რახელი მწყემსი იყო. 10  როცა დაინახა იაკობმა რახელი, დედამისის ძმის, ლაბანის, ქალიშვილი და მისი ცხვარი, მაშინვე მიირბინა ჭასთან, გადააგორა ლოდი და დაარწყულა დედამისის ძმის, ლაბანის, ცხვარი. 11  აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა. 12  იაკობმა რახელს უთხრა, მამაშენის დისშვილი*, რებეკას ვაჟი ვარო. რახელი გაიქცა და მამამისს შეატყობინა. 13  როგორც კი გაიგო ლაბანმა+ იაკობის, თავისი დისშვილის, ამბავი, გაიქცა მასთან შესაგებებლად. გადაეხვია, აკოცა და სახლში წაიყვანა. ყველაფერს მოუყვა იგი ლაბანს. 14  ლაბანმა უთხრა: „ჩემი სისხლი და ხორცი ხარ“. იაკობი მთელი თვე დარჩა მასთან. 15  ლაბანმა იაკობს უთხრა: „ჩემი დისშვილი+ კი ხარ, მაგრამ უსასყიდლოდ რატომ უნდა მემსახურო? მითხარი, გასამრჯელოდ რა მოგცე“.+ 16  ლაბანს ორი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსს ლეა ერქვა, უმცროსს კი — რახელი.+ 17  ლეას თვალებს ხიბლი აკლდა, რახელი კი ტანადაც ლამაზი იყო და პირისახეც მშვენიერი ჰქონდა. 18  იაკობს რახელი შეუყვარდა. მან ლაბანს უთხრა: „შენი უმცროსი ქალიშვილის, რახელის გულისთვის შვიდი წელი გემსახურები“.+ 19  ლაბანმა მიუგო: „მირჩევნია, შენ მოგათხოვო, ვიდრე — სხვას. აქ დარჩი“. 20  რახელის გულისთვის იაკობმა შვიდი წელი იმსახურა,+ მაგრამ ისე უყვარდა იგი, რომ ეს დრო მას რამდენიმე დღედ მოეჩვენა. 21  იაკობმა ლაბანს უთხრა: „მომათხოვე რახელი, რადგან შევასრულე ჩემი პირობა, ცოლად შევირთავ“. 22  შეკრიბა ლაბანმა იქაურები და ნადიმი გამართა. 23  მაგრამ საღამოს მან იაკობს თავისი ქალიშვილი ლეა მიუყვანა, რომ მასთან დაწოლილიყო. 24  ლეას, თავის ქალიშვილს, მისი მოახლე+ ზილფაც გააყოლა. 25  დილით იაკობმა დაინახა, რომ მასთან ლეა იყო! მან ლაბანს უთხრა: „ეს რა გამიკეთე?! მე ხომ რახელის გულისთვის გემსახურე?! რატომ მომატყუე?!“+ 26  ლაბანმა მიუგო: „ჩვენში უმცროსი ქალის უფროსზე ადრე გათხოვება არ არის მიღებული. 27  იზეიმე ამ ქალის კვირა და მერე მეორე ქალსაც მოგათხოვებ იმ სამსახურისთვის, რასაც კიდევ შვიდი წელიწადი გასწევ ჩემთან“.+ 28  ასეც მოიქცა იაკობი. იზეიმა იმ ქალის კვირა და შემდეგ ლაბანმა თავისი ქალიშვილი რახელიც მიათხოვა ცოლად. 29  რახელს, თავის ქალიშვილს, მისი მოახლე+ ბილჰაც+ გააყოლა. 30  დაწვა იაკობი რახელთან. მას რახელი ლეაზე მეტად უყვარდა. იგი ლაბანს კიდევ შვიდი წელი ემსახურა.+ 31  როცა დაინახა იეჰოვამ, რომ იაკობს ლეა ისე არ უყვარდა*, როგორც რახელი, მისცა ლეას შვილიერების უნარი;+ რახელი უშვილო იყო.+ 32  დაორსულდა ლეა, გააჩინა ვაჟი და რეუბენი*+ დაარქვა; თქვა: „დაინახა იეჰოვამ ჩემი გასაჭირი+ და ახლა მაინც შემიყვარებს ჩემი ქმარი“. 33  კიდევ დაორსულდა, ვაჟი გააჩინა და თქვა: „მომისმინა იეჰოვამ, რადგან იაკობს ისე არ ვუყვარდი, როგორც რახელი, ამიტომ ესეც მომცა“. მას სიმონი*+ დაარქვა. 34  კიდევ დაორსულდა, ვაჟი გააჩინა და თქვა: „ახლა მაინც გამოუწევს გული ჩემკენ ჩემს ქმარს, რადგან სამი ვაჟი გავუჩინე“. ამიტომ მას ლევი*+ დაარქვეს. 35  კიდევ ერთხელ დაორსულდა, გააჩინა ვაჟი და თქვა: „ხოტბას შევასხამ იეჰოვას“. ამიტომ მას იუდა*+ დაარქვა. ამის შემდეგ გავიდა ხანი, თუმცა ლეას შვილი არ გაუჩენია.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ძმა“.
სიტყვასიტყვით — „ლეა მოძულებული იყო“.
ნიშნავს: „აი ვაჟი!“
ნიშნავს „შესმენას“.
ნიშნავს „დაახლოებას“, „ახლოს ყოფნას“.
ნიშნავს „ქებულს“, „საქებარს“.