ეზეკიელი 11:1—25

  • განაჩენის აღსრულება ბოროტ მთავრებზე (1—13).

    • ქვაბს შედარებული ქალაქი (3—12).

  • დაპირება დაბრუნების შესახებ (14—21).

    • „ახალ სულს ჩავუდგამ“ (19).

  • ღვთის დიდება იერუსალიმს სცილდება (22, 23).

  • ეზეკიელი ხილვის მეშვეობით ქალდეაში ბრუნდება (24, 25).

11  ამიტაცა სულმა და მიმიყვანა იეჰოვას ტაძრის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, აღმოსავლეთს რომ გაჰყურებს.+ კარიბჭის შესასვლელთან 25 კაცი დავინახე, ხალხის მთავრები,+ მათ შორის აზურის ვაჟი იააზანია და ბენაიას ვაჟი ფელატია.  ღმერთმა მითხრა: „კაცის ძეო, ეს ის კაცები არიან, ბოროტებას რომ იზრახავენ და ცუდ რჩევას რომ იძლევიან ამ ქალაქის საუბედუროდ;  ამბობენ, ახლა ხომ სახლების შენების დროა,+ ეს ქალაქი ქვაბია,+ ჩვენ კი — ხორციო.  იწინასწარმეტყველე მათზე, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე“.+  მაშინ იეჰოვას სული გადმოვიდა ჩემზე;+ მან მითხრა: «გადაეცი, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „მართალს ამბობ, ისრაელო, ვიცი, რასაც ფიქრობ.  თქვენ მრავალი დახოცეთ ქალაქში, მისი ქუჩები დახოცილებით აავსეთ“.+  ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ხორცი დახოცილები არიან, რომლითაც ქალაქი აავსეთ, ხოლო ქვაბი ქალაქია;+ ამოგიღებენ ამ ქვაბიდან.  მახვილის გეშინიათ+ და სწორედ მახვილს დაგკრავთ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —  გამოგიყვანთ იქიდან, ჩაგაგდებთ უცხოელთა ხელში და აღვასრულებ განაჩენს თქვენზე.+ 10  მახვილით დაეცემით;+ ისრაელის საზღვარზე გაგასამართლებთ+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 11  არ იქნება ეს ქალაქი თქვენთვის ქვაბი და არც თქვენ იქნებით ხორცი მასში. ისრაელის საზღვარზე გაგასამართლებთ 12  და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, რადგან არ იცავდით ჩემს წესებს; თქვენ ჩემს კანონებს კი არ იცავდით,+ არამედ თქვენ გარშემო მცხოვრები ხალხების კანონებს“».+ 13  როგორც კი დავასრულე წინასწარმეტყველება, მოკვდა ფელატია, ბენაიას ვაჟი. პირქვე დავემხვე და შევძახე: „ვაიმე, უზენაესო უფალო, იეჰოვა! ნუთუ დანარჩენ ისრაელებსაც შემუსრავ?!“+ 14  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 15  «კაცის ძეო, იერუსალიმის მკვიდრნი ეუბნებიან შენს მოძმეებს, შენი გამოსყიდვის უფლების მქონეთ, და მთელ ისრაელს, გაეცალეთ იეჰოვას, ეს მიწა ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ მოგვეცა ის სამკვიდროდო. 16  ამიტომ თქვი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შორს, სხვა ერებში გადავკარგე და სხვადასხვა მიწაზე მიმოვფანტე,+ ცოტა ხნით მაინც ვიქცევი მათთვის წმინდა ადგილად იმ ქვეყნებში, სადაც გაიფანტნენ“.+ 17  ამიტომ თქვი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „გამოგიყვანთ ხალხებიდან და გამოგკრებთ იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაფანტულნი ხართ, და მოგცემთ ისრაელის მიწას;+ 18  დაბრუნდებიან და მოაშორებენ იქიდან ყველა სიბილწესა და სისაძაგლეს.+ 19  მივცემ მათ გაუყოფელ გულს+ და ახალ სულს ჩავუდგამ;+ ქვის გულს მოვაშორებ+ და სათნო* გულს მივცემ,+ 20  რათა მიჰყვნენ ჩემს წესებს და დაიცვან ჩემი სამართალი; მაშინ ისინი ჩემი ხალხი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები. 21  ისინი კი, ვინც საძულველი და საზიზღარი საქმეების ჩადენას არ წყვეტენ, საკუთარი საქციელის შედეგებს იწვნევენ“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა». 22  ასწიეს ფრთები ქერუბიმებმა; ბორბლებიც მათ გვერდით იყო.+ მათ თავზევით ისრაელის ღვთის დიდება იყო დავანებული.+ 23  შემდეგ იეჰოვას დიდება+ ქალაქს ასცილდა და მთის თავზე გაჩერდა, ქალაქის აღმოსავლეთით.+ 24  ამიტაცა სულმა და ღვთის სულით ნაჩვენები ხილვის მეშვეობით ქალდეაში გადასახლებულ ხალხთან მიმიყვანა. მერე დამთავრდა ხილვა. 25  გადასახლებულ ხალხს ყველაფერი ვუამბე, რაც იეჰოვამ მახილვინა.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ხორცის“. იგულისხმება ისეთი გულის ადამიანი, რომელიც ღვთის ხელმძღვანელობას მიჰყვება.