ესაია 17:1—14

  • დამასკოსთვის გამოტანილი განაჩენი (1—11).

  • იეჰოვა გაკიცხავს ერებს (12—14).

17  დამასკოსთვის გამოტანილი განაჩენი:+ „დამასკო აღარ იქნება ქალაქი,ნანგრევებად იქცევა.+   მიატოვებენ აროერის+ ქალაქებს;ფარათა მოსასვენებლად იქცევა იქაურობადა არავინ დააფრთხობს იქ მათ.   მოისპობა გამაგრებული ქალაქები ეფრემიდან,+სამეფო — დამასკოდან;+სირიაში დარჩენილების დიდებაისრაელების დიდებას დაემსგავსება“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.   „იმ დღეს დაკნინდება იაკობის დიდებადა მისი ხორცი გაილევა;   მომკილ ყანას დაემსგავსება რეფაიმის ველზე,+ ისეთს, ჯერ მომკელი რომ აიღებს ხორბალს,თავისი მკლავით რომ მომკის თავთავს,შემდეგ კი დარჩენილ თავთავებსაც რომ აკრეფენ.   ნამცვრევიღა დარჩება,როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ რჩება ხოლმე: ორი-სამი მწიფე ზეთისხილი — კენწეროშიდა ოთხი-ხუთი — მსხმოიარე ტოტებზე“,+ — ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი.  იმ დღეს ახედავს კაცი თავის შემოქმედს და თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმინდას.  არ გაიხედავს სამსხვერპლოებისკენ,+ თავისი ნახელავისკენ;+ არც თავისი ხელით შექმნილ სათაყვანო ბოძებსა და სასაკმევლეებს მიაჩერდება.   იმ დღეს მისი ციხე-ქალაქები ტყეში მიტოვებულ ადგილს დაემსგავსება,+ტოტს, ისრაელების თვალწინ დაგდებულს;გაუდაბურდება ის. 10  შენ დაივიწყე ღმერთი,+ შენი მხსნელი,არ გაიხსენე შენი კლდე,+ შენი ციხესიმაგრე; ამიტომ აშენებ ლამაზ ბაღებსდა რგავ უცხოს* ყლორტს. 11  დღისით გულდასმით შემოღობავ შენს ბაღს,დილითვე აღმოცენდება თესლი,მაგრამ ვერაფერს მოიმკი სნეულებისა და გაუყუჩებელი ტკივილის დღეს.+ 12  აი, აურზაური ატეხა მრავალმა ხალხმა,ზღვასავით ბობოქრობენ! ერები ხმაურობენ,აზვირთებული წყლებივით გრგვინავენ! 13  ტალღებივით დაიწყებენ გრგვინვას ერები. ის გაკიცხავს მათ და შორს გაიქცევიან,მთიდან ქარისგან გახვეტილ ბზესადა ქარიშხლისგან ატაცებულ ნარს დაემსგავსებიან. 14  საღამოს თავზარი დაეცემათ. დილამდე ვეღარ მიატანენ. ეს არის ჩვენი მძარცველების ხვედრიდა ჩვენი გამქურდავების წილი.

სქოლიოები

სხვაგვარად — „უცხო ღმერთის“.