ესაია 61:1—11

  • ცხებული სასიხარულო ცნობის საუწყებლად (1—11).

    • იეჰოვას წყალობის წელიწადი (2).

    • „სიმართლის დიდი ხეები“ (3).

    • უცხოტომელები მოდიან დასახმარებლად (5).

    • იეჰოვას მღვდლები (6).

61  უზენაესი უფლის, იეჰოვას, სულია ჩემზე,+რადგან იეჰოვამ მცხო თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად.+ მან გამომგზავნა გულგატეხილთათვის ჭრილობების მოსაშუშებლად,ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლადდა პატიმართათვის თვალების ფართოდ გასახელად,+   იეჰოვას წყალობის წელიწადისადა ჩვენი ღვთის შურისძიების დღის გამოსაცხადებლად,+ ყველა მგლოვიარის სანუგეშებლად,+   სიონზე მგლოვიარეთათვისნაცრის ნაცვლად თავსაბურავის მისაცემად,გლოვის ნაცვლად სიხარულის ზეთის მისაცემად,გულგატეხილობის ნაცვლად ქების მოსასხამის მისაცემად. ეწოდებათ მათ სიმართლის დიდი ხეები,იეჰოვას ნარგავი, მისივე განსადიდებლად.+   კვლავ ააშენებენ უძველეს ნანგრევებს,აღადგენენ ძველად გაპარტახებულ ადგილებს,+განაახლებენ განადგურებულ ქალაქებს,+თაობიდან თაობაში გავერანებულ ადგილებს.+   „მოვლენ უცხოები და დამწყემსავენ თქვენს ფარებს,უცხოტომელები+ გეყოლებიან მიწათმოქმედებად და მევენახეებად.+   თქვენ კი იეჰოვას მღვდლები დაგერქმევათ;+ჩვენი ღვთის მსახურებს გიწოდებენ ისინი. ხალხთა ავლადიდებას მოიხმართ+და მათი სიმდიდრით იტრაბახებთ.   შერცხვენის ნაცვლად ორმაგ წილს მიიღებთ;დამცირების ნაცვლად სიხარულით იყიჟინებს ჩემი ხალხი თავისი წილის გამო. ორმაგ წილს მიიღებენ თავიანთ მიწაზე.+ მარადიული სიხარული ექნებათ.+   მე, იეჰოვას, მიყვარს სამართლიანობა+და მძულს ძარცვა და უსამართლობა.+ სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურსდა მარადიულ შეთანხმებას დავუდებ.+   მათი შთამომავლობა ცნობილი იქნება ერებს შორის,+მათი მოდგმა — ხალხებს შორის. ყველა, ვინც მათ დაინახავს, მიხვდება,რომ იეჰოვას მიერ კურთხეული შთამომავლობა არიან“.+ 10  დიდად გავიხარებ იეჰოვათი, მთელი არსებით გავიხარებ ჩემი ღმერთით,+ რადგან მან ხსნის სამოსით შემმოსა,+სამართლიანობის მოსასხამი მომასხა,როგორც ნეფეს, რომელსაც სამღვდელო თავსაბურავი ახურავს,+და როგორც პატარძალს, რომელიც სამკაულებითაა მორთული. 11  როგორც მიწა აღმოაცენებს ყლორტსდა როგორც ბაღი აღმოაცენებს დათესილს,ისე უზენაესი უფალი იეჰოვააღმოაცენებს სიმართლეს+ და ქებას+ ყველა ხალხის წინაშე.

სქოლიოები