ესაია 62:1—12

  • სიონის ახალი სახელი (1—12).

62  სიონის გულისთვის არ გავჩუმდები+და იერუსალიმის გულისთვის არ დავდუმდები,ვიდრე სინათლესავით არ გამობრწყინდება მისი სიმართლე+და ჩირაღდანივით არ აენთება მისი ხსნა.+   «ხალხები დაინახავენ შენს სიმართლეს, ქალო,+და მეფეები — შენს დიდებას.+ დაგერქმევა ახალი სახელი,+რომელსაც თავად იეჰოვა გიწოდებს.   სილამაზის გვირგვინად იქცევი იეჰოვას ხელში,სამეფო თავსაბურავად — შენი ღვთის ხელისგულზე.   მეტად აღარ დაგიძახებენ მიტოვებულ ქალს,+შენს მიწას აღარ უწოდებენ გაპარტახებულს.+ შენზე იტყვიან, მასში ვპოულობო სიამეს,+შენს მიწას „გათხოვილს“ უწოდებენ, რადგან იეჰოვა შენში პოვებს სიამესდა შენი მიწა ქმრიანი ქალივით იქნება.   როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე,ისე დაქორწინდებიან შენზე შენი ვაჟები. როგორც ნეფე ხარობს პატარძლით,ისე გაიხარებს შენით შენი ღმერთი.+   შენს გალავანზე დავაყენე გუშაგები, იერუსალიმო. ნურც დღისით დადუმდებიან ისინი და ნურც ღამით. თქვენ, ვინც ახსენებთ იეჰოვას,ნუ მოისვენებთ   და ნურც მას მოასვენებთ, სანამ არ განამტკიცებს იერუსალიმს,სანამ სახელს არ გაუთქვამს მას დედამიწაზე!»+   იეჰოვამ დაიფიცა თავისი მარჯვენითა და თავისი ძლიერი მკლავით:„აღარ მივცემ საჭმელად შენს მარცვლეულს შენს მტრებს, აღარც უცხოელები დალევენ შენს ახალ ღვინოს, შენს ნაჯაფს.+   მომკელნი შეჭამენ მომკილს და ხოტბას შეასხამენ იეჰოვას, ყურძნის მკრეფავნი დალევენ ღვინოს ჩემს წმინდა ეზოებში“.+ 10  გადით, გადით კარიბჭეებიდან, გზა გაუთავისუფლეთ ჩემს ხალხს!+ გზა გაიყვანეთ, გზა გაიყვანეთ! ქვებისგან გაწმინდეთ!+ ნიშანი აღუმართეთ ხალხებს!+ 11  აი, აუწყა იეჰოვამ დედამიწის კიდეებს:„უთხარით სიონის ასულს: აი, ახლოვდება შენი ხსნა!+ აი, მასთანვეა მისი ჯილდოდა მის წინაშეა მისი გასამრჯელო!“+ 12  წმინდა ხალხს უწოდებენ მათ, იეჰოვას გამოსყიდულებს,+შენ კი „სასურველი და არმიტოვებული ქალაქი“ დაგერქმევა.+

სქოლიოები