იგავები 10:1—32

  • ბრძენი შვილი მამის სიხარულია (1).

  • მუყაითი გამდიდრდება (4).

  • ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია (19).

  • „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს“ (22).

  • „იეჰოვას მოშიშს სიცოცხლე გაუხანგრძლივდება“ (27).

10  სოლომონის იგავები.+ ბრძენი შვილი მამის სიხარულია,+სულელი კი დედის დარდია.   კაცს ბოროტებით მოპოვებული განძი არ შეერგება,სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.+   იეჰოვა მართალ კაცს მშიერს არ დატოვებს+და ბოროტს საწადელს არ აუსრულებს.   ზარმაცი გაღარიბდება,+მუყაითი კი გამდიდრდება.+   გონიერი შვილი ზაფხულში მოსავალს იღებს,შემარცხვენელ შვილს კი მოსავლის აღების დროს ღრმად სძინავს.+   მართალი კურთხეულია,+ბოროტები კი ბაგეებით თავიანთ ზრახვებს მალავენ.   მართალი კარგი სახელის გამო კურთხეული იქნება,+ბოროტთა სახელი კი წახდება.+   ბრძენი დარიგებას ყურად იღებს,+უგუნურად მოლაპარაკე კი გაითელება.+   უმწიკვლოდ* მავალი უსაფრთხოდ იქნება,+ბოროტთა გზები კი გამოაშკარავდება.+ 10  ვინც სხვას მზაკვრულად უკრავს თვალს, ტკივილს მიაყენებს მას;+უგუნურად მოლაპარაკე გაითელება.+ 11  მართლის ბაგეები სიცოცხლის წყაროა,+ბოროტთა ბაგეები კი მათ ზრახვებს მალავს.+ 12  სიძულვილი შუღლს აღვივებს,სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.+ 13  გონიერი კაცის ბაგეზე სიბრძნე იპოვება,+უგუნურის ზურგს კი ჯოხი არ ასცდება.+ 14  ბრძენი ცოდნას იუნჯებს,+უგუნურს კი თავისი ბაგეები დაღუპავს.+ 15  მდიდრისთვის ქონება გამაგრებული ქალაქივითაა, ღარიბისთვის კი სიღარიბე დამაქცევარია.+ 16  მართლის საქმეებს სიცოცხლე მოაქვს,ბოროტთა საქმეებს კი — ცოდვა.+ 17  ვინც დარიგებას იღებს, სხვებს სიცოცხლის გზას უჩვენებს*,ხოლო ვინც შეგონებას უგულებელყოფს, სხვებს გზას უმრუდებს. 18  ვინც სიძულვილს მალავს, სიცრუით ინიღბება,+ბოროტი ხმების გამავრცელებელი სულელია. 19  ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია,+ხოლო ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა.+ 20  მართლის ენა ხალასი ვერცხლივითაა,+ბოროტის გულს კი ჩალის ფასი აქვს. 21  მართლის ბაგეები მრავალს აპურებს,+ბრიყვს კი უგუნურება ღუპავს.+ 22  იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს+და თან არ სდევს ტკივილი. 23  სულელი სამარცხვინო საქციელით ერთობა,გამჭრიახი კი სიბრძნისკენ ისწრაფვის.+ 24  ბოროტს ის შეემთხვევა, რისიც ეშინია,მართალს კი საწადელი აუსრულდება.+ 25  ქარიშხალი რომ გადაივლის, ბოროტი აღარ იარსებებს,+მართლის საძირკველი კი არასოდეს მოირყევა.+ 26  როგორც ძმარია კბილებისთვის და კვამლი — თვალებისთვის,ისეა ზარმაცი კაცი მისი გამგზავნისთვის. 27  იეჰოვას მოშიშს სიცოცხლე გაუხანგრძლივდება,+ბოროტს კი შეუმოკლდება სიცოცხლის დღეები.+ 28  მართალს მოლოდინი ახარებს,+ბოროტს კი იმედი გაუცრუვდება.+ 29  იეჰოვას გზა უდანაშაულოსთვის ციხესიმაგრეა,+ავისმქნელისთვის კი — დაღუპვა.+ 30  მართალი არასოდეს დაეცემა,+ბოროტი კი დედამიწაზე ვერ დამკვიდრდება.+ 31  მართლის ბაგე ბრძნულად ლაპარაკობს,უკუღმართის ენა კი მოიკვეთება. 32  მართლის ბაგე მოსაწონად საუბრობს,ბოროტთა ბაგე კი — უკუღმართად.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „სიცოცხლის გზაზე დგას“.