იგავები 2:1—22
2 შვილო, თუ ჩემს სიტყვებს მიიღებდა ჩემს მცნებებს განძივით გაუფრთხილდები,+
2 ყურს მიაპყრობ სიბრძნეს+და გულს გამჭრიახობისკენ მიმართავ,+
3 თუ გონიერებასა+ და გამჭრიახობას მოუხმობ,+
4 თუ მას ვერცხლივით მოძებნი+და დამალული განძივით მოიძიებ,+
5 მაშინ გაიგებ, რა არის იეჰოვას შიში+და შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ,+
6 ვინაიდან სიბრძნეს იეჰოვა იძლევა;+მისი ბაგიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა.
7 ის სიბრძნეს უნახავს მართლებსდა უმწიკვლოდ* მავალთათვის ფარია.+
8 თვალყურს ადევნებს მართალთა გზასდა იცავს თავის ერთგულთა სავალს.+
9 თუ ასე მოიქცევი, მაშინ გაიგებ, რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა,იმ ყოველივეს, რაც კარგია.+
10 როცა სიბრძნე შევა შენს გულში+და ცოდნა ეამება შენს სულს,+
11 ჭკუა დაგიფარავს+და გამჭრიახობა დაგიცავს;
12 დაგიხსნის ცუდი გზიდან,უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან,+
13 მათგან, ვინც სიმართლის გზიდან გადადის,რათა ბნელი გზით იაროს,+
14 მათგან, ვისაც ცუდის ჩადენა ახარებს,ვისაც ბოროტთა უკუღმართობა ანიჭებს სიხარულს,
15 მათგან, ვინც არასწორ გზას ადგასდა ვინც მზაკვრობაშია ჩაფლული.
16 დაგიხსნის გახრწნილი* ქალისგან,უზნეო* ქალისგან, მაცდური სიტყვებით რომ გელაპარაკება,+
17 ახალგაზრდობის უახლოეს მეგობარს* რომ ტოვებს+და ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას რომ ივიწყებს.
18 სიკვდილში იძირება მისი სახლიდა სამარეში ეშვება მისი გზები.+
19 ვინც მასთან დაიჭერს საქმეს, უკან ვეღარ დაბრუნდებადა ცოცხალთა გზას ვეღარ დაადგება.+
20 ამიტომ დაადექი კარგი ადამიანების გზას!არ გადახვიდე მართალთა გზიდან,+
21 რადგან მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწასდა უდანაშაულოები* იცხოვრებენ მასზე;+
22 ბოროტები კი მოისპობიან დედამიწაზე+და ვერაგები აღარ იარსებებენ მასზე.+
სქოლიოები
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „უცხო“.
^ სიტყვასიტყვით — „უცხოელი“.
^ სხვაგვარად — „ქმარს“.
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).