იერემია 25:1—38

  • იეჰოვა ერებს უპირისპირდება (1—38).

    • ხალხები 70 წელი ბაბილონის მეფის მსახურები იქნებიან (11).

    • ღვთის რისხვის ღვინით სავსე სასმისი (15).

    • ერებს უბედურება ერთიმეორის მიყოლებით დაატყდებათ (32).

    • იეჰოვას მიერ შემუსრულნი (33).

25  იუდას მეფე იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, მეფობის მე-4 წელს და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობის პირველ წელს ღვთის სიტყვა ეუწყა იერემიას იუდას ხალხის შესახებ.+  აი, რა წარმოთქვა იერემია წინასწარმეტყველმა იუდასა და იერუსალიმის ყველა მკვიდრზე:  «იუდას მეფის, იოშიას, ამონის ძის, მე-13 წლიდან+ დღემდე უკვე 23 წელია, რაც იეჰოვას სიტყვა მეცხადება; დილაადრიან ვდგებოდი და გელაპარაკებოდით, მაგრამ თქვენ არ მისმენდით.+  იეჰოვა გიგზავნიდათ თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს, დილაადრიან დგებოდა და გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ არ ისმენდით, ყურს არ უგდებდით.+  ისინი გეუბნებოდნენ: „მობრუნდით თქვენ-თქვენი ბოროტი გზიდან, ნუღარ ჩაიდენთ ბოროტებას+ და დამკვიდრდებით იმ მიწაზე, რომელიც იეჰოვამ თქვენ და თქვენს მამა-პაპას დიდი ხნის წინათ მოგცათ.  არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთებს, არ ემსახუროთ, პირქვე არ დაემხოთ მათ წინაშე და არ შეურაცხმყოთ თქვენი ნახელავით, თორემ უბედურებას დაგატეხთ“.  „თქვენ კი არ მისმენდით, — ამბობს იეჰოვა, — მეტიც, შეურაცხყოფას მაყენებდით თქვენი ნახელავით თქვენივე საუბედუროდ“.+  ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „რადგან არ დამემორჩილეთ,  მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს,+ — ამბობს იეჰოვა, — მოვუხმობ ჩემს მსახურს, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს,+ დავრაზმავ მათ ამ მიწის, მის მკვიდრთა და ირგვლივ მცხოვრებ ხალხთა წინააღმდეგ+ და გავანადგურებ მათ; მათ შემხედვარეთ თავზარი დაეცემათ და სტვენას მოჰყვებიან; სამარადისოდ გავაპარტახებ. 10  ჩავახშობ მათში სიხარულისა და მხიარულების ხმას,+ ნეფისა და პატარძლის ხმას,+ ხელსაფქვავის ხმას, და ჩავაქრობ ლამპარს. 11  განადგურდება მთელი ეს მიწა და მისი შემხედვარენი შეძრწუნდებიან; ეს ხალხები 70 წელი ბაბილონის მეფის მსახურები იქნებიან.+ 12  ბაბილონის მეფეს და ამ ერს 70 წლის შემდეგ+ მოვთხოვ პასუხს, — ამბობს იეჰოვა, — მათი დანაშაულის გამო,+ და ქალდეველთა მიწას სამარადისოდ გავაუკაცრიელებ.+ 13  შევასრულებ ყველა იმ სიტყვას, რაც ამ მიწის წინააღმდეგ მაქვს ნათქვამი, ყველაფერს, რაც იერემიამ ამ ხალხების წინააღმდეგ იწინასწარმეტყველა და რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. 14  მრავალი ერი და ძლევამოსილი მეფეები+ დაიმონებენ მათ;+ მე მივუზღავ მათ თავიანთი საქმეებისა და ნამოქმედარისამებრ“».+ 15  აი, რა მითხრა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „გამომართვი რისხვის ღვინით სავსე სასმისი და დაალევინე ყველა იმ ხალხს, რომელთანაც გგზავნი. 16  დალევენ და იბარბაცებენ; შეშლილებივით მოიქცევიან, რადგან მახვილს მოვუვლენ“.+ 17  გამოვართვი სასმისი იეჰოვას და დავალევინე ყველა იმ ხალხს, რომელთანაც იეჰოვამ გამგზავნა.+ 18  ჯერ იერუსალიმს, იუდას ქალაქებს,+ მის მეფეებსა და მთავრებს დავალევინე, რათა განადგურებულიყვნენ; მათ შემხედვარეთ თავზარი დასცემოდათ, სტვენას მოჰყოლოდნენ და წყევლაში ეხსენებინათ ისინი,+ რაც დღესაც ასეა. 19  მერე დავალევინე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, მის მსახურებს, მთავრებსა და ყველა მის ხალხს,+ 20  მთელ ჭრელ ხალხს, უცის მიწის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა+ მიწის ყველა მეფეს — აშკელონის,+ ღაზის, ეკრონის და აშდოდში დარჩენილთა მეფეებს, 21  ედომს,+ მოაბსა+ და ამონელებს,+ 22  ტვიროსის ყველა მეფეს, სიდონის ყველა მეფესა+ და ზღვის კუნძულის მეფეებს, 23  დედანს,+ თემას, ბუზსა და ყველას, ვისაც საფეთქლებთან თმა აქვს შეკრეჭილი,+ 24  არაბთა ყველა მეფესა+ და უდაბნოში მცხოვრები ჭრელი ხალხის ყველა მეფეს, 25  ზიმრის ყველა მეფეს, ელამის+ ყველა მეფესა და მიდიელთა ყველა მეფეს,+ 26  ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ახლოს მცხოვრებს თუ შორს მცხოვრებს, ერთიმეორის მიყოლებით, დედამიწის ზურგზე ყველა სხვა სამეფოს; ბოლოს შეშაქის*+ მეფეც დალევს. 27  «უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დალიეთ, დათვერით, არწყიეთ და ისე დაეცით, რომ ვეღარ ადგეთ+ იმ მახვილის გამო, რომელსაც მოგივლენთ“. 28  თუ არ გამოგართმევენ სასმისს და არ დალევენ, მაშინ უთხარი, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დალევთ! 29  უბედურებას ვატეხ ქალაქს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება,+ და თქვენ როგორღა დარჩებით დაუსჯელნი?!+ ვერ გადაურჩებით სასჯელს, რადგან მახვილს მოვუვლენ დედამიწის ყველა მკვიდრს“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. 30  შენ კი უწინასწარმეტყველე მათ ეს ყოველივე და უთხარი: „ლომივით დაიღრიალებს მაღლიდან იეჰოვა,თავისი წმინდა სამყოფლიდან დაიგრგვინებს; დაუღრიალებს თავის სამკვიდროს; საწნახელში მწნეხელივით შემოსძახებსგამარჯვების სიმღერას დედამიწის ყველა მკვიდრის გასაგონად“. 31  „დედამიწის კიდეებს მისწვდება ხმაური,რადგან ედავება იეჰოვა ხალხებს. ის თავად გამოუტანს განაჩენს ყოველ ხორციელს;+ მახვილით შემუსრავს ბოროტებს“, — ამბობს იეჰოვა. 32  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:„ერთიმეორის მიყოლებით დაატყდებათ უბედურება ერებს;+მძვინვარე ქარიშხალი ამოვარდება დედამიწის კიდეებიდან.+ 33  იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე ეყრებიან. არ იგლოვებენ მათ, არც შეაგროვებენ და არც დამარხავენ, ნეხვივით ეყრებიან მიწაზე“. 34  იგლოვეთ, მწყემსებო, და იყვირეთ! იგორავეთ, ფარის წინამძღოლებო;მოვიდა თქვენი დახოცვისა და დაფანტვის დრო,ძვირფასი ჭურჭელივით დაიმსხვრევით! 35  თავშესაფარი აღარა აქვთ მწყემსებსდა გასაქცევი — ფარის წინამძღოლებს. 36  მწყემსების ყვირილიდა ფარის წინამძღოლთა გლოვა ისმის,რადგან იეჰოვა ანადგურებს მათ საძოვარს. 37  იეჰოვას მრისხანების გამოგაუკაცრიელდა ყველა ის ადგილი, სადაც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. 38  ის ლომივით გამოვიდა თავისი ბუნაგიდან;+მათი მიწის შემხედვარეთ თავზარი დაეცათმისი დაუნდობელი მახვილისადა მრისხანების გამო».

სქოლიოები

შესაძლოა იგულისხმებოდეს ბაბილონი.