იობი 28:1—28

  • იობი დედამიწის წიაღისეულს სიბრძნეს ადარებს (1—28).

    • როგორ მოიპოვებენ წიაღისეულს (1—11).

    • სიბრძნე მარგალიტზე ძვირფასია (18).

    • „სიბრძნე იეჰოვას შიშია“ (28).

28  «არსებობს საბადო ვერცხლისადა საბადო ოქროსი, რომელიც იწმინდება.+   რკინას მიწაში მოიპოვებენდა სპილენძს ქვებიდან ადნობენ.+   კაცი სიბნელეს სძლევს;კიდით კიდემდე, წყვდიადსა და უკუნეთშიეძებს მადანს.   თხრის მაღაროს ადამიანთა სამკვიდროდან შორს,მივიწყებულ ადგილას, იქიდან შორს, სადაც ხალხი მიმოდის. თოკზე დაკიდებულნი ჩადიან და სიღრმეში ქანაობენ.   საკვები მიწაზე აღმოცენდება,მაგრამ მიწას შიგნიდან თითქოს ცეცხლი არყევსო.   იქ ქვებში საფირონიადა მტვერში — ოქრო.   არცერთმა მტაცებელმა ფრინველმა არ იცისიქამდე მისასვლელი გზა, არც შავ ძერას მოუკრავს მისთვის თვალი.   ის მხეცებს არ გაუტკეპნიათ;იმ გზაზე ლომს არ გაუვლია.   კაცი ამტვრევს სალ კლდეებსდა თავდაყირა აყენებს მთებს. 10  კლდეებში წყლის არხები+ გაჰყავსდა მისი თვალი ყოველგვარ ძვირფასეულობას ხედავს. 11  მდინარეებს სათავეშივე ხერგავსდა დამალული სინათლეზე გამოაქვს. 12  მაგრამ სიბრძნე სად იპოვება?!+ან გონიერება საიდან იღებს სათავეს?!+ 13  მოკვდავმა კაცმა არ იცის მისი ფასი;+ვერ იპოვი მას ამ ცისქვეშეთში. 14  ღრმა წყალი ამბობს, არ არის ის ჩემშიო, და ზღვაც ამბობს, არ არის ის ჩემთანო.+ 15  არ გაიცვლება ის ხალას ოქროზედა აუწონელი ვერცხლის სანაცვლოდაც ვერ მოიპოვებ მას;+ 16  არც ოფირის ოქროზე გაიცვლება,+არც იშვიათ ონიქსზე და არც საფირონზე. 17  მას ვერც ოქრო და მინა შეედრებადა ის არც ხალასი ოქროს ჭურჭელზე გაიცვლება.+ 18  მარჯანი და ბროლი რა მოსატანია,+როცა ქისა მარგალიტიც კი ვერ შეედრება ქისა სიბრძნეს; 19  მას ვერც ქუშის ტოპაზი+ შეედრებადა ის ხალას ოქროზეც არ გაიცვლება. 20  აბა სად იპოვება სიბრძნე?!ან საიდან იღებს სათავეს გონიერება?!+ 21  დამალულია ყველა არსების თვალთაგან+და ვერ ხედავენ მას ცის ფრინველები. 22  განადგურება და სიკვდილი ამბობენ,მასზე მხოლოდ ყურმოკვრით გვსმენიაო. 23  ღმერთმა იცის, თუ სად იპოვება ის,მხოლოდ მან იცის, სად მკვიდრობს იგი,+ 24  რადგან დაჰყურებს იგი დედამიწის კიდეებსდა ყველაფერს ხედავს ცისქვეშეთში.+ 25  ქარს რომ ძალა* მისცა+და წყლებს საზღვრები დაუწესა,+ 26  წვიმას რომ წესი დაუდო+და მგრგვინავ ღრუბელს გზა დაუდგინა,+ 27  მაშინ იხილა სიბრძნე თავის ნამოქმედარში და ახსნა;მან მისცა დასაბამი სიბრძნეს და გამოსცადა კიდეც. 28  შემდეგ ადამიანს უთხრა: „სიბრძნე იეჰოვას შიშია,+გონიერება კი — ბოროტებისგან განდგომა“».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „წონა“.