იონა 3:1—10

  • იონა ღმერთს ემორჩილება და ნინევეში მიდის (1—4).

  • ნინეველები ეხმაურებიან იონას ცნობას და ინანიებენ (5—9).

  • ღმერთმა ნინევეს განადგურება გადაიფიქრა (10).

3  მაშინ მეორედ ეუწყა იონას იეჰოვას სიტყვა:+  „ადექი, წადი  ნინევეში,+ დიდ ქალაქში, და გამოუცხადე ნინეველებს ის, რასაც გეუბნები!“  იონაც იეჰოვას სიტყვისამებრ+ ადგა და წავიდა ნინევეში.+ ნინევე ძალიან დიდი ქალაქი იყო, მის შემოვლას სამი დღე სჭირდებოდა.  შევიდა იონა ქალაქში. ერთი დღის განმავლობაში დადიოდა და აცხადებდა: „40 დღეღა დარჩა ნინევეს დამხობამდე!“  ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი,+ მარხვა გამოაცხადეს და განურჩევლად ყველამ ჯვალოს სამოსი ჩაიცვა.  როცა გაცხადებულმა ცნობამ ნინევეს მეფის ყურამდე მიაღწია, ადგა ტახტიდან, გაიხადა სამეფო სამოსელი, ჯვალოს სამოსი ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა.  გამოცხადდა ნინევეში მეფის ბრძანება: „მეფისა და მისი დიდებულების ბრძანებისამებრ, არც კაცმა, არც ცხვარ-ძროხამ და არც სხვა ცხოველებმა პირი არაფერს დააკარონ; არც ჭამონ და არც წყალი დალიონ.  ჯვალოს სამოსი ჩაიცვას ყველამ და ცხოველებსაც ჯვალო შემოახვიონ. ხალხმა მთელი გულით მოუხმოს ღმერთს; ნუღარ ჩაიდენენ ბოროტებას და ნუღარავის მიაყენებენ ზიანს.  ვინ იცის, იქნებ გადაიფიქროს ჭეშმარიტმა ღმერთმა, აღარ დაგვატეხოს რისხვა და გადავრჩეთ!“ 10  როცა ჭეშმარიტმა ღმერთმა დაინახა, რომ აღარ სჩადიოდა ხალხი ბოროტებას,+ გადაიფიქრა და აღარ დაატეხა მათ უბედურება.+

სქოლიოები