კანონი 18:1—22

  • მღვდლებისა და ლევიანების წილი (1—8).

  • ჯადოქრობის აკრძალვა (9—14).

  • მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი (15—19).

  • ცრუწინასწარმეტყველთა ამოცნობა (20—22).

18  «ლევიან მღვდლებს, ლევის მთელ ტომს, ისრაელში წილი და სამკვიდრო არ მიეცემათ. მათ იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი უნდა ჭამონ როგორც მისი წილი.+  არ უნდა ჰქონდეთ მათ სამკვიდრო თავიანთ მოძმეებს შორის. იეჰოვაა მათი სამკვიდრო, როგორც დაჰპირდა კიდეც მათ.  აი, რა ეკუთვნით მღვდლებს ხალხისგან: ვინც მსხვერპლს, მოზვერს ან ცხვარს, შესწირავს, მღვდელს უნდა მისცეს ბეჭი, ყბა და კუჭი.  მიეცი მას პირველმოწეული მარცვლეული, ახალი ღვინო, ზეთი და შენი ფარის პირველი ნაპარსი.+  ის და მისი ვაჟები ამოარჩია თქვენმა ღმერთმა იეჰოვამ თქვენი ტომებიდან, რათა ყოველთვის იმსახურონ იეჰოვას სახელით.+  მაგრამ, თუ ლევიანი დატოვებს ისრაელის იმ ქალაქს, რომელშიც ცხოვრობდა,+ და იმ ადგილზე წასვლას მოისურვებს, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს,+  იმსახუროს იეჰოვას, შენი ღვთის, სახელით თავისი მოძმე ლევიანების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას წინაშე მსახურობენ.+  მასაც იმდენივე საკვები უნდა შეხვდეს, რამდენიც დანარჩენებს,+ მიუხედავად იმისა, რომ მამაპაპეული ქონება გაყიდა და ფული აქვს.  როცა იმ მიწას დაიმკვიდრებ, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი, გაძლევს, არ გადმოიღო იქ მცხოვრები ერების საძულველი წეს-ჩვეულებები.+ 10  არ იყოს თქვენ შორის თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში შემწირველი,+ არც მარჩიელი,+ არც ჯადოქარი,+ არც მისანი,+ არც გრძნეული,+ 11  არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს+ ან მკითხავს,+ და არც მკვდართა გამომკითხველი.+ 12  ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას და ამ სისაძაგლეთა გამო დევნის მათ იეჰოვა, შენი ღმერთი. 13  უბიწო იყავი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე.+ 14  ის ხალხები, რომლებსაც თქვენ განდევნით, ჯადოქრებსა+ და მკითხავებს+ უსმენენ; თქვენთვის კი თქვენს ღმერთს, იეჰოვას, ამის უფლება არ მოუცია. 15  იეჰოვა, თქვენი ღმერთი, თქვენს მოძმეთაგან მოგივლენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს; მას უსმინეთ.+ 16  თქვენ ხომ სთხოვეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, ხორებთან შეკრების დღეს,+ ნუღარ მოგვასმენინებ იეჰოვას, ჩვენი ღვთის, ხმას, და ნუღარ დაგვანახვებ ამ დიდებულ ცეცხლს, რომ არ მოვკვდეთო.+ 17  იეჰოვამ მითხრა: „კარგია, ეს რომ თქვეს. 18  მოვუვლენ მათ შენნაირ წინასწარმეტყველს თავიანთი მოძმეებიდან,+ ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს+ და იმას ილაპარაკებს, რასაც ვუბრძანებ.+ 19  ვინც არ მოუსმენს ჩემს სიტყვებს, რომლებსაც ის ჩემი სახელით ილაპარაკებს, პასუხს მოვთხოვ.+ 20  მაგრამ ის წინასწარმეტყველი, რომელიც ჩემი სახელით გაბედავს იმის თქმას, რაც არ მიბრძანებია ან სხვა ღმერთების სახელით ილაპარაკებს, უნდა მოკვდეს.+ 21  შეიძლება გულში თქვა, როგორ გავიგო, რომ ეს სიტყვა იეჰოვას არ უთქვამსო. 22  თუ წინასწარმეტყველი იეჰოვას სახელით ილაპარაკებს და მისი ნათქვამი არ ასრულდება, არ ახდება, ესე იგი, ეს იეჰოვას არ უთქვამს; წინასწარმეტყველს კადნიერად ულაპარაკია. არ შეგეშინდეს მისი“».

სქოლიოები