მათეს სახარება 4:1—25

  • ეშმაკი იესოს შეცდენას ცდილობს (1—11).

  • იესო იწყებს ქადაგებას გალილეაში (12—17).

  • იესო უხმობს პირველ მოწაფეებს (18—22).

  • იესო ქადაგებს, ასწავლის და კურნავს (23—25).

4  მაშინ სულმა* იესო უდაბნოში წაიყვანა, სადაც ეშმაკი+ მის ცდუნებას შეეცადა.+  მას შემდეგ, რაც 40 დღე-ღამე იმარხულა, მოშივდა.  მაშინ მაცდური+ მივიდა მასთან და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ“.  მან კი მიუგო: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“».+  მაშინ ეშმაკმა ის წმინდა ქალაქში წაიყვანა,+ ტაძრის გალავანზე* დააყენა+  და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი, რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“».+  იესომ მიუგო: «ისიც დაწერილია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“».+  შემდეგ ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება+  და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“. 10  იესომ მიუგო: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი+ და მხოლოდ მას ემსახურე“».+ 11  მაშინ გაეცალა მას ეშმაკი+ და აი, ანგელოზები მივიდნენ და მოემსახურნენ მას.+ 12  შეიტყო იესომ იოანეს შეპყრობის ამბავი+ და გალილეაში წავიდა.+ 13  შემდეგ დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში,+ ზებულონისა და ნაფთალის მხარეში, 14  რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: 15  „ზებულონის მიწავ და ნაფთალის მიწავ, უცხოტომელთა გალილეავ, ზღვისკენ მიმავალ გზაზე რომ ხარ, იორდანის გაღმა! 16  ბნელში მსხდომმა ხალხმა დიდი სინათლე იხილა და სიკვდილის ჩრდილით მოცულ ქვეყანაში მსხდომთ სინათლე+ გამოუბრწყინდათ“.+ 17  იმ დროიდან იესომ ქადაგება დაიწყო: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო!“+ 18  როცა გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, დაინახა, რომ ორი ძმა, სიმონი, პეტრედ წოდებული,+ და მისი ძმა ანდრია, რომლებიც მებადურები იყვნენ, ბადეს ისროდნენ ზღვაში.+ 19  უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ!“+ 20  მათაც მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ.+ 21  იქიდან მომავალმა დაინახა სხვა ორი ძმა, ზებედეს ვაჟი იაკობი და მისი ძმა იოანე,+ რომლებიც მამასთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ. იესომ მათაც მოუხმო.+ 22  მათ მაშინვე დატოვეს ნავიცა და მამაც და მას გაჰყვნენ. 23  დადიოდა იესო მთელ გალილეაში,+ ასწავლიდა სინაგოგებში,+ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ხალხს ნებისმიერი ავადმყოფობისა თუ უძლურებისგან.+ 24  მისი ამბავი მთელ სირიას მოედო; მიჰყავდათ მასთან სხვადასხვა სენითა და სატანჯველით გაწამებული ავადმყოფები,+ დემონებით შეპყრობილები,+ ბნედიანები,+ დამბლადაცემულები და ის კურნავდა მათ. 25  მას დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან, დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანის გაღმიდან.

სქოლიოები

იგულისხმება ღვთის სული.
სიტყვასიტყვით — „ტაძრის ქიმზე“.