მათეს სახარება 8:1—34

  • კეთროვნის განკურნება (1—4).

  • ასისთავის რწმენა (5—13).

  • იესო მრავალს კურნავს კაპერნაუმში (14—17).

  • რა მოეთხოვება იესოს მიმდევარს (18—22).

  • იესო ქარს აცხრობს (23—27).

  • იესო დემონებს ღორების ჯოგში უშვებს (28—34).

8  მთიდან ჩამოსულ იესოს დიდძალი ხალხი გამოჰყვა.  მივიდა მასთან ერთი კეთროვანი, პირქვე დაემხო და შეევედრა: „უფალო, თუკი მოისურვებ, შეძლებ ჩემს განკურნებას“.+  იესომ ხელი გაიწოდა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიკურნე!“+ ისიც მაშინვე განიკურნა კეთრისგან.+  მაშინ იესომ უთხრა: „იცოდე, არავის მოუყვე.+ წადი, მღვდელს ეჩვენე+ და მოსეს მიერ დაწესებული ძღვენი შესწირე,+ რაც მოწმობა იქნება მღვდლებისთვის“.  როცა იესო კაპერნაუმში შევიდა, ერთი ასისთავი მივიდა მასთან და შეეხვეწა:+  „ბატონო, დამბლადაცემული მსახური მიწევს სახლში და საშინლად იტანჯება“.  იესომ უთხრა: „როცა მოვალ, განვკურნავ!“  ასისთავმა მიუგო: „ბატონო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, შენ მხოლოდ თქვი და განიკურნება ჩემი მსახური,  რადგან მეც სხვისი ქვეშევრდომი ვარ და თავადაც მყავს ხელქვეითად ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები, წადი-მეთქი და ისიც მიდის, მეორეს — მოდი-მეთქი და ისიც მოდის, ჩემს მონას — ეს გააკეთე-მეთქი და ისიც აკეთებს“. 10  იესო გააოცა ამ სიტყვებმა და მათ, ვინც მას მიჰყვებოდა, უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამხელა რწმენის მქონეს ისრაელში არავის შევხვედრივარ.+ 11  გეუბნებით: ბევრნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და აბრაამთან, ისაკსა და იაკობთან ერთად დაიკავებენ თავიანთ ადგილებს სუფრასთან ზეციერ სამეფოში,+ 12  სამეფოს ძეები კი გარეთ, სიბნელეში გადაიყრებიან. იქ მოჰყვებიან ტირილსა და კბილთა ღრჭენას“.+ 13  შემდეგ იესომ ასისთავს უთხრა: „წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს“.+ მისი მსახური მაშინვე განიკურნა.+ 14  ამის შემდეგ იესო პეტრეს სახლში მივიდა და ნახა, რომ მისი სიდედრი+ სიცხიანი იწვა.+ 15  მაშინ იესო ხელზე შეეხო ქალს+ და მას სიცხემ დაუწია; ქალიც ადგა და მოემსახურა მას. 16  როცა მოსაღამოვდა, იესოს დემონებით შეპყრობილი მრავალი ადამიანი მიუყვანეს. მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა ავადმყოფი განკურნა, 17  რითაც შესრულდა ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „მან თვითონ იტვირთა ჩვენი სნეულებანი და ატარა ჩვენი უძლურებანი“.+ 18  იესომ გარშემო შეკრებილი ხალხი რომ დაინახა, მოწაფეებს უბრძანა, გაღმა გავიდეთო.+ 19  მასთან ერთი მწიგნობარი მივიდა და უთხრა: „მოძღვარო, სადაც წახვალ, ყველგან გამოგყვები!“+ 20  იესომ მიუგო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“.+ 21  სხვა მოწაფემ უთხრა: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“.+ 22  იესომ მიუგო: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები“.+ 23  ჩაჯდა იესო ნავში და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც ჩასხდნენ.+ 24  ზღვა ისე აბობოქრდა, რომ ნავი წყლით ივსებოდა, იესოს კი ამ დროს ეძინა.+ 25  მიცვივდნენ მასთან მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით!“ 26  მან უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ, მცირე რწმენისანო?!“+ წამოდგა, შერისხა ქარი და ზღვა. ამის შემდეგ სრული სიჩუმე ჩამოვარდა.+ 27  გაოცებული მოწაფეები ამბობდნენ, ვინ არის ასეთი, რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილებაო. 28  როცა ის ზღვის მეორე სანაპიროს, გადარელთა მხარეს, მიადგა, დემონებით შეპყრობილი ორი კაცი შემოხვდა, რომლებიც სასაფლაოდან* გამოდიოდნენ.+ ისეთი გამძვინვარებულები იყვნენ, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. 29  მათ ყვირილი მორთეს: „რა გინდა ჩვენგან, ღვთის ძეო?+ იმიტომ მოხვედი, რომ დანიშნულ დროზე ადრე+ დაგვტანჯო?“+ 30  მათგან მოშორებით ღორების დიდი ჯოგი ჭამდა.+ 31  დემონები შეეხვეწნენ იესოს: „თუ გაგვდევნი, ღორების ჯოგში შეგვიშვი!“+ 32  მან უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ მათგან და ღორებში შევიდნენ. ღორების მთელი ჯოგი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და დაიხრჩო. 33  გაიქცნენ მეღორეები, მივიდნენ ქალაქში და ყველაფერს მოჰყვნენ, მათ შორის დემონებით შეპყრობილების ამბავს. 34  და აი, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად, და როცა დაინახეს, შეეხვეწნენ, აქაურობას გაეცალეო.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „სამარხებიდან“.