მიქა 3:1—12
3 ვთქვი: «ისმინეთ, იაკობის თავკაცებოდა ისრაელის მეთაურებო!+
განა არ უნდა იცოდეთ, რა არის სამართალი?!
2 სიკეთე გძულთ+ და ბოროტება გიყვართ,+ჩემს ხალხს ტყავს აძრობთ და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.+
3 ჩემი ხალხის ხორცს ჭამთ,+ტყავს აძრობთ,ძვლებს უმტვრევთ და უქუცმაცებთ,+გეგონება, ქვაბში ძვლები უნდა მოხარშოთდა ქოთანში — ხორცი.
4 მაშინ საშველად მოუხმობენ იეჰოვას,მაგრამ ის არ უპასუხებს მათ;
ზურგს შეაქცევს+მათი ბოროტი საქმეების გამო.+
5 აი, რას ეუბნება იეჰოვა წინასწარმეტყველებს,რომელთაც შეცდომაში შეჰყავთ მისი ხალხი,+
რომელნიც კბილებით რაღაცას ძიძგნიან+ და თან გაიძახიან, მშვიდობააო,+მაგრამ ვინც პირში არაფერს ჩაუდებს მათ, ომს უცხადებენ:
6 „ღამე კი დაგიდგებათ,+ მაგრამ ხილვებს ვეღარ ნახავთ,+სიბნელეში იქნებით და ვეღარ იმკითხავებთ.
ჩაესვენება მზე წინასწარმეტყველთა თავზედა დღე დაუბნელდებათ.+
7 შერცხვებიან წინასწარმხილველნი+და იმედი გაუცრუვდებათ მკითხავებს;
პირს აიკრავს ყოველი მათგანი,რადგან პასუხს ვერ მიიღებენ ღვთისგან“».
8 იეჰოვას სულმა ამავსო ძალით,სამართლიანობითა და ძლიერებით,რათა გავაგებინო იაკობს, რომ ურჩობს, და ისრაელს, რომ ცოდვას სჩადის.
9 ისმინეთ, იაკობის თავკაცებოდა ისრაელის მეთაურებო,+სამართალი რომ გძულთ დასწორს რომ ამრუდებთ,+
10 სისხლის ღვრით რომ აშენებთ სიონსდა უმართლობით — იერუსალიმს.+
11 მისი თავკაცები გასამართლებაში ქრთამს იღებენ,+მისი მღვდლები საფასურის სანაცვლოდ ასწავლიან+და მისი წინასწარმეტყველები მკითხაობაში იღებენ ფულს.+
თუმცა მაინც იეჰოვას იმედი აქვთ და ამბობენ,
იეჰოვა ჩვენთანაა+
და უბედურება არ გვეწევაო.+
12 თქვენ გამომინდორივით გადაიხვნება სიონი,ნანგრევების გროვად იქცევა იერუსალიმი+და ტყიან მაღლობად — ტაძრის მთა.+