ოსია 12:1—14
12 „ეფრემი ქარით იკვებება.
მთელი დღე აღმოსავლეთის ქარს დასდევს;
უმატა სიცრუეს და ძალადობას.
ასურეთთან დებენ შეთანხმებას+ და ეგვიპტეში მიაქვთ ზეთი.+
2 იეჰოვა სასამართლოში უჩივის იუდას,+
პასუხს მოსთხოვს იაკობს მისი საქციელისთვის,
მიუზღავს მისი საქმეებისამებრ.+
3 მუცელში თავისი ძმის ქუსლს ჩაეჭიდა+და მთელი ძალით შეეჭიდა ღმერთს.+
4 დაეჭიდა ანგელოზს და სძლია.
ტიროდა და წყალობას ითხოვდა“.+
ბეთელში იპოვა ის ღმერთმა; იქ დაგველაპარაკა.+
5 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,+იეჰოვაა მისი მოსახსენიებელი სახელი.+
6 „დაუბრუნდი შენს ღმერთს,+მუდამ გამოიჩინე სიყვარული* და სამართლიანობა+და მუდამ გქონდეს შენი ღვთის იმედი.
7 ვაჭარს ხელში მატყუარა სასწორი უჭირავს;მას უყვარს გამოძალვა.+
8 ეფრემი ამბობს, გავმდიდრდი,+სიმდიდრეს მივაგენიო.+
ჩემს ნაშრომს წუნს ვერ დასდებენ და დანაშაულს ვერ მიპოვიანო.
9 ეგვიპტიდან მოყოლებული მე ვარ შენი ღმერთი, იეჰოვა.+
კვლავაც კარვებში გაცხოვრებ,როგორც დანიშნულ დღეებში*.
10 ველაპარაკე წინასწარმეტყველებს+და გავუმრავლე ხილვები;იგავებით ველაპარაკე წინასწარმეტყველთა პირით.
11 გალაადში მზაკვრობდნენ+ და სიცრუეს ლაპარაკობდნენ.
გილგალში მოზვრებს სწირავდნენ მსხვერპლად.+მათი სამსხვერპლოები ქვის გროვებივითაა მინდვრის კვლებში.+
12 იაკობი არამში* გაიქცა,+ისრაელი+ ცოლის გამო მსახურობდა+და ცოლის გამო იცავდა ცხვარს.+
13 წინასწარმეტყველის მეშვეობით გამოიყვანა იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტიდან+და წინასწარმეტყველის მეშვეობით იცავდა მას.+
14 ეფრემმა ძლიერ გაანაწყენა ღმერთი,+მის კისერზეა მის მიერ დაღვრილი სისხლი;ბატონი მიუზღავს მას იმ შეურაცხყოფისთვის,
მას რომ მიაყენა“.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „დღესასწაულზე“.
^ იგივე სირია.