ოსია 7:1—16

  • ეფრემის ბოროტება (1—16).

    • ვერავინ დააღწევს თავს ღვთის ბადეს (12).

7  „როცა ისრაელის განკურნებას ვცდილობ,ეფრემის დანაშაულიც+და სამარიის ბოროტებაც მჟღავნდება;+ცრუობენ;+ ქურდები სახლებს ტეხენ და ყაჩაღები გარეთ დაძრწიან.+   გულშიც კი არ ფიქრობენ, რომ მემახსოვრება მთელი მათი ბოროტება.+ გარემოცულნი არიან თავიანთი საქმეებით;ჩემ თვალწინ არიან ისინი.   თავიანთი ბოროტებით მეფეს ახარებენდა მზაკვრობით — მთავრებს.   ყველანი მრუშები არიან,მცხობლის მიერ გახურებულ ღუმელს ჰგვანან,ცეცხლს რომ ანელებს ცომის მოზელიდან აფუებამდე.   ჩვენი მეფის დღეს მთავრები ავად გახდნენ,ღვინომ განარისხა ისინი.+ მან დამცინავებისკენ გაიწოდა ხელი.   გული გახურებულ ღუმელს უგავთ*. მცხობელს მთელი ღამე სძინავსდა დილით ღუმელში ცეცხლი ბრიალებს.   ყველანი გავარვარებულ ღუმელს ჰგვანან,ნთქავენ თავიანთ მმართველებს. დაეცნენ მათი მეფეები;+არცერთი მათგანი არ მიხმობს.+   ეფრემი ხალხებში აითქვიფა.+ ეფრემი ცალ მხარეზე გამომცხვარ კვერს ჰგავს.   უცხოები აცლიან ძალას,+ მაგრამ თავად ვერ ხვდება ამას; სრულად გაჭაღარავდა, თუმცა ვერ ამჩნევს. 10  ისრაელმა თავისი სიამაყით საკუთარი თავის წინააღმდეგ დაამოწმა,+მაგრამ თავის ღმერთს, იეჰოვას, არ დაბრუნებია+და არც შველა უთხოვია მისთვის. 11  ეფრემი უგუნურ და სულელ მტრედს დაემსგავსა.+ ეგვიპტეს მოუხმეს;+ ასურეთში გაიქცნენ.+ 12  სადაც არ უნდა წავიდნენ, ბადეში გავხვევ. ცის ფრინველებივით ძირს ჩამოვყრი. გაფრთხილებისამებრ დავსჯი მათ.+ 13  ვაი მათ, რადგან გამექცნენ! გაპარტახდებიან, რადგან შემცოდეს! მათ გამოსასყიდად მზად ვიყავი, მაგრამ სიცრუე ილაპარაკეს ჩემზე.+ 14  გულით არ მთხოვდნენ შველას,+თუმცა მოთქვამდნენ თავიანთ საწოლებში. მარცვლეულისა და ახალი ღვინის გამო თავს ისერავდნენ;დამიპირისპირდნენ. 15  მე აღვზარდე ისინი, მკლავები გავუმაგრე,მაგრამ დამიპირისპირდნენ და ავს იზრახავენ ჩემ წინააღმდეგ. 16  კი მობრუნდნენ, მაგრამ არა ბოლომდე;მოშვებული მშვილდივით არასაიმედონი არიან.+ მახვილით დაიხოცებიან მთავრები თავიანთი უკმეხი ენის გამო; ამიტომ აბუჩად აიგდებენ მათ ეგვიპტეში“.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „გულები ღუმელს უგავთ, როცა ხრიკებს მიმართავენ“.