ოსია 9:1—17
9 „ნუ ხარობ, ისრაელო!+ნუ მხიარულობ სხვა ხალხებივით,
რადგან მრუშობის გამო ჩამოშორდი შენს ღმერთს.+
შეიყვარე ყოველი მარცვლეულის კალოზე აღებულიმრუშის გასამრჯელო.+
2 ვერ გამოკვებავს მათ კალო და საწნახელი,იმედს გაუცრუებს ახალი ღვინო.+
3 აღარ იცხოვრებენ იეჰოვას მიწაზე,+ეგვიპტეში დაბრუნდება ეფრემიდა ასურეთში შეჭამს იმას, რაც უწმინდურია.+
4 აღარ შესწირავენ იეჰოვას დასაღვრელ შესაწირავად ღვინოს.+აღარ ეამება მათი შესაწირავები მას.+
გლოვის პურს ჰგვანან;ვინც მას შეჭამს, გაუწმინდურდება,
რადგან მათი პური მხოლოდ მათთვის იქნება.მას ვერ მიიტანენ იეჰოვას ტაძარში.
5 რას გააკეთებთ დღესასწაულზე,იეჰოვას დღესასწაულზე?
6 განადგურების გამო გაქცევა მოუწევთ,+
ეგვიპტე შეკრებს მათ+ და მემფისი დამარხავს.+
ჭინჭარი დაეპატრონება მათი ვერცხლის ძვირფას ნივთებსდა მათ კარვებში ეკალბარდები ამოვა.
7 დადგება განკითხვის დღეები,+საზღაურის მიგების დღეები;მიხვდებიან ამას ისრაელები.
მათი წინასწარმეტყველი გასულელდება და შთაგონებული სიტყვის წარმომთქმელი შეიშლება;გამრავლდა შენი დანაშაული და ამიტომაც ბევრი გადაგემტერა“.
8 ეფრემის გუშაგი+ ჩემს ღმერთთან იყო,+
მაგრამ ახლა მისი წინასწარმეტყველნი+ მონადირის მიერ დაგებული კაკანათივით არიან;მტრობაა მისი ღვთის ტაძარში.
9 დამღუპველ საქმეებში ჩაიძირნენ, როგორც გიბის დღეებში.+
ის გაიხსენებს მათ დანაშაულს და დასჯის მათ ცოდვების გამო.+
10 „უდაბნოში ნაპოვნი ყურძენივით იყო ისრაელი ჩემთვის.+
თქვენი მამა-პაპა ჩემთვის საადრეო ლეღვივით იყო.
მაგრამ ფეორის ბაალთან წავიდნენ,+სამარცხვინო ღმერთს მიუძღვნეს თავი+და მასავით საძულველნი გახდნენ, ვინც შეიყვარეს.
11 ჩიტივით გაფრინდა ეფრემის დიდება;აღარავინ ისახება, აღარავინ ფეხმძიმდება და აღარავინ აჩენს შვილს.+
12 მართალია, შვილებს ზრდიან,მაგრამ მაინც წავართმევ, ყველას გავწყვეტ.+ვაი მათ, როცა ზურგს ვაქცევ!+
13 საძოვარზე შეფენილი ეფრემი ტვიროსს მაგონებდა,+ახლა კი სასაკლაოზე უნდა გაიყვანოს თავისი ვაჟები“.
14 მიეცი, იეჰოვა მათ ის, რაც უნდა მისცე,მოუშალე მუცელი და გაუშრე ძუძუ.
15 „გილგალში ჩაიდინეს ბოროტება+
და ამიტომაც შევიძულე ისინი.
მათი ბოროტი საქმეების გამო გავაძევებ მათ ჩემი ტაძრიდან;+
აღარ მეყვარებიან.+მათი ყველა მთავარი ჯიუტია.
16 დაეცემა ეფრემი.+
გაუხმებათ ფესვი და ვერ გამოიღებენ ნაყოფს.
რომც გააჩინონ, მაინც მოვუკლავ ნალოლიავებ შთამომავლებს“.
17 ჩემი ღმერთი უარყოფს მათ,რადგან არ მოუსმინეს.+სხვა ხალხთა ხიზნები გახდებიან.+