რომაელების მიმართ 13:1—14

  • ხელისუფლების მორჩილება (1—7).

    • „ვისაც გადასახადი — გადასახადი“ (6, 7).

  • ვისაც უყვარს, კანონს ასრულებს (8—10).

  • „ღირსეულად მოვიქცეთ, ისე როგორც დღისით იქცევიან“ (11—14).

13  ყველა დაემორჩილოს ხელისუფლებას*,+ რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა.+ არსებულ ხელისუფლებებს ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ.+  ამიტომ, ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ღვთიური წესრიგის წინააღმდეგ მიდის და მსჯავრი ედება.  ხელისუფალთა შიში მათ კი არა აქვთ, ვინც კარგს აკეთებს, არამედ მათ, ვინც რამეს აშავებს.+ ასე რომ, თუ გინდა, ხელისუფლების არ გეშინოდეს, კარგი აკეთე+ და მისგან ქებას დაიმსახურებ,  რადგან ის ღვთის მსახურია შენსავე სასიკეთოდ. მაგრამ, თუ რამეს აშავებ, გეშინოდეს, რადგან ის ტყუილუბრალოდ არ ატარებს მახვილს, ის ხომ ღვთის მსახურია, ბოროტმოქმედთა დამსჯელი!  ასე რომ, საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ მორჩილებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ სასჯელის შიშით, არამედ თქვენი სინდისის გამოც.+  ამიტომაც იხდით გადასახადებს, რადგან ხელისუფალნი ღვთის მსახურები არიან, მუდამ ხალხის სამსახურში მყოფნი.  ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი,+ ვისაც ხარკი — ხარკი, ვისაც შიში — შიში+ და ვისაც პატივი — პატივი.+  არავისი არაფერი გემართოთ გარდა ერთმანეთის სიყვარულისა,+ რადგან ვისაც სხვა უყვარს, კანონს ასრულებს.+  კანონები: „არ იმრუშო,+ არ მოკლა,+ არ იქურდო,+ სხვისი არაფერი ისურვო“+ და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია თავმოყრილი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ 10  ვისაც უყვარს, ბოროტს არ უკეთებს მოყვასს+ და ამგვარად ის კანონს ასრულებს.+ 11  მაშ, ასე მოიქეცით, რადგან იცით, რა დროა: დადგა თქვენი გამოღვიძების დრო,+ ვინაიდან ხსნა ახლა უფრო ახლოა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. 12  ღამე იწურება და დღე დგება. მაშ, მოვიშოროთ სიბნელის საქმეები+ და შევიმოსოთ სინათლის საჭურვლით!+ 13  ღირსეულად მოვიქცეთ,+ ისე როგორც დღისით იქცევიან; ნუ მივეცემით სმასა და ღრეობას, უზნეობასა და თავაშვებულობას*,+ ნურც ვიდავებთ და ნურც შეგვშურდება.+ 14  შეიმოსეთ უფალ იესო ქრისტეთი+ და ნუ იფიქრებთ იმაზე, როგორ დაიკმაყოფილოთ ხორციელი სურვილები!+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „უმაღლეს მმართველობას“.
ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.