მოციქულთა საქმეები 18:1—28

  • პავლეს მსახურება კორინთში (1—17).

  • სირიის ანტიოქიაში დაბრუნება (18—22).

  • პავლეს გამგზავრება გალატიასა და ფრიგიაში (23).

  • მჭევრმეტყველი აპოლოსის დახმარება (24—28).

18  ამის შემდეგ პავლე ათენიდან კორინთში ჩავიდა.  იქ შეხვდა ერთ იუდეველს, სახელად აკვილას,+ წარმოშობით პონტოელს, და მის ცოლს, პრისკილას. ისინი ახალი ჩამოსულები იყვნენ იტალიიდან, რადგან კლავდიუსს ნაბრძანები ჰქონდა, რომ ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი. ის მათთან მივიდა,  და, რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და მათთან ერთად დაიწყო კარვების კერვა.+  ყოველ შაბათს+ ის სიტყვით გამოდიოდა სინაგოგაში+ და იუდეველებსა და ბერძნებს თავისი ნათქვამის სისწორეში არწმუნებდა.  როცა მაკედონიიდან სილა+ და ტიმოთე+ ჩამოვიდნენ, პავლე მთლიანად ჩაება ღვთის სიტყვის ქადაგებაში. ის იუდეველებს ესაუბრებოდა და უმტკიცებდა, რომ იესო არის ქრისტე.+  მაგრამ, რაკი ეწინააღმდეგებოდნენ მას და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ტანსაცმელი დაიბერტყა*+ და უთხრა: „თქვენი სისხლი თქვენს კისერზე იყოს.+ მე სუფთა ვარ.+ ამიერიდან უცხოტომელებთან წავალ“.+  წავიდა იქიდან და მივიდა ერთ ღვთისმოშიშ კაცთან, ტიციუს იუსტუსთან, რომლის სახლიც სინაგოგაზე იყო მიშენებული.  სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა+ და მისმა სახლეულობამ ირწმუნეს უფალი. მრავალმა კორინთელმაც მოისმინა სასიხარულო ცნობა, ირწმუნა და მოინათლა.  უფალმა ღამით ხილვაში პავლეს უთხრა: „ნუ გეშინია, ილაპარაკე, არ გაჩუმდე; 10  შენთანა ვარ+ და ვერავინ გავნებს; ამ ქალაქში ბევრმა უნდა მირწმუნოს“. 11  ამიტომ ის წელიწადი და ექვსი თვე დარჩა იქ და ღვთის სიტყვას ასწავლიდა. 12  იმ დროს, როცა აქაიის პროკონსული* გალიონი იყო, იუდეველები პავლეს აუმხედრდნენ, სასამართლო ტახტთან მიიყვანეს 13  და თქვეს: „ეს კაცი ხალხს მოუწოდებს, რომ ღმერთს ისე სცენ თაყვანი, რაც კანონს ეწინააღმდეგება“. 14  როცა პავლემ რაღაცის თქმა დააპირა, გალიონმა იუდეველებს უთხრა: „იუდეველებო, მას რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება რომ ჰქონდეს ჩადენილი, მოთმინებით მოგისმენდით, 15  მაგრამ, თუ სიტყვებზე, სახელებსა და თქვენს კანონზე დავობთ,+ თავადვე მიხედეთ ამ საქმეს. მე არ მინდა, ამ საქმის მოსამართლე ვიყო“. 16  ეს რომ თქვა, ბრძანა, დაეტოვებინათ ადგილი, სადაც სასამართლო ტახტი იდგა. 17  მათ სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე+ დაიჭირეს და სასამართლო ტახტის წინ სცემეს, მაგრამ გალიონი არ ჩაერია. 18  პავლე კარგა ხანს დარჩა მათთან. მერე ძმებს გამოემშვიდობა და პრისკილასა და აკვილასთან ერთად სირიისკენ გაცურა. კენქრეში+ მან თმა მოკლედ შეიკრიჭა, რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული. 19  ეფესოში რომ ჩავიდნენ, პავლე მათ გარეშე წავიდა სინაგოგაში და იუდეველებთან მსჯელობდა.+ 20  ისინი დაჟინებით სთხოვდნენ, მეტხანს დარჩენილიყო, მაგრამ არ დათანხმდა; 21  გამოემშვიდობა მათ და უთხრა: „თუ იეჰოვა* ინებებს, კვლავ დავბრუნდები“. შემდეგ ეფესოდან ზღვით გაემგზავრა 22  და კესარეაში ჩავიდა. იქიდან წავიდა* და კრება მოინახულა; მერე ანტიოქიაში ჩავიდა.+ 23  იქ რამდენიმე ხანი დაყო, მერე კი წავიდა და გალატიისა და ფრიგიის+ მხარეებში მოწაფეებს განამტკიცებდა.+ 24  იმ დროს ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლოსი,+ წარმოშობით ალექსანდრიელი. ის მჭევრმეტყველი იყო და წმინდა წერილებიც კარგად იცოდა. 25  იეჰოვას* გზა ზეპირგადმოცემით ჰქონდა ნასწავლი და, რადგან ღვთის სულით იყო ანთებული, სწორად ლაპარაკობდა და ასწავლიდა იესოზე, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლობის შესახებ იცოდა. 26  მან გაბედულად დაიწყო ქადაგება სინაგოგაში. როცა მას პრისკილამ და აკვილამ+ მოუსმინეს, წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს ღვთის გზა. 27  მას აქაიაში უნდოდა წასვლა, ამიტომ ძმებმა მოწაფეებს მისწერეს და სთხოვეს, რომ იგი გულთბილად მიეღოთ. ჩავიდა აპოლოსი და დიდად დაეხმარა მათ, ვინც ღვთის წყალობით ირწმუნა. 28  ის სახალხოდ მთელი გულმოდგინებით უმტკიცებდა იუდეველებს, რომ ცდებოდნენ, და წმინდა წერილებიდან უჩვენებდა, რომ იესო იყო ქრისტე.+

სქოლიოები

პასუხისმგებლობის მოხსნის მაჩვენებელი ჟესტი.
პროვინციის მმართველი ძველ რომში. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
სავარაუდოდ, იერუსალიმში.