ფსალმუნები 105:1—45
105 მადლობდეთ იეჰოვას,+ მოუხმეთ მის სახელს,აუწყეთ ხალხებს მისი საქმეების შესახებ!+
2 უგალობეთ მას და ხოტბა შეასხით,ჩაუფიქრდით მის საოცარ საქმეებს*.+
3 იამაყეთ მისი წმინდა სახელით;+
გულით გაიხარონ იეჰოვას მძებნელებმა!+
4 ეძებეთ იეჰოვა+ და მისი ძალა,
მუდამ ესწრაფეთ მისგან წყალობის მიღებას.
5 გახსოვდეთ მისი საოცარი საქმეები,მისი მრავალი სასწაული და განაჩენი,+
6 აბრაამის, მისი მსახურის, შთამომავლებო,+იაკობის ძეებო, ღვთის რჩეულნო!+
7 ის არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+
მისი სამართალი მთელ დედამიწაზე ვრცელდება.+
8 არასდროს ივიწყებს თავის შეთანხმებას,+ათასი თაობისთვის მიცემულ პირობას,+
9 აბრაამთან დადებულ შეთანხმებასა+და ისაკისთვის მიცემულ ფიცს,+
10 რაც წესად დაუდგინა იაკობსდა მარადიულ შეთანხმებად უქცია ისრაელს:
11 „მოგცემ ქანაანის მიწას,+ეს იქნება შენი სამკვიდრო“.+
12 მაშინ ცოტანი იყვნენ ისინი,+ძალიან ცოტანი, თანაც ხიზნები იმ მიწაზე.+
13 ერიდან ერში გადადიოდნენ,სამეფოდან — სამეფოში.+
14 მან არავის დააჩაგვრინა ისინი,+მეფეებსაც კი აფრთხილებდა მათ გამო:+
15 ჩემს ცხებულებს ხელი არ ახლოთდა ჩემს წინასწარმეტყველებს არაფერი დამართოთო!+
16 შიმშილი ჩამოაგდო მათ მიწაზე;+გამოულია პურის მარაგი*.
17 მათ წინ გაგზავნა კაცი,იოსები, რომელიც მონად გაყიდეს.+
18 ხუნდები დაადეს ფეხებზე+და რკინის საკვრელები — კისერზე;
19 იეჰოვას სიტყვამ გამოაწრთო იგი,+სანამ შესრულდებოდა მისი ნათქვამი.
20 მეფემ ბრძანა მისი გათავისუფლება,+ხალხთა მმართველმა — მისი გამოხსნა.
21 თავისი სახლის გამგებლად დააყენა,მას ჩააბარა მთელი ქონება,+
22 რათა მას დამორჩილებოდნენ მთავრებიდა დაებრძენებინა უხუცესები.+
23 ჩავიდა ისრაელი ეგვიპტეში+და ხიზნად იყო იაკობი ქამის ქვეყანაში.
24 გაამრავლა ღმერთმა თავისი ხალხი+და მტრებზე მეტად გააძლიერა;+
25 შეაძულა* მათ თავისი ხალხიდა ისინიც მუხანათურად ექცეოდნენ მის მსახურებს.+
26 გაგზავნა თავისი მსახური მოსე+და აარონი,+ რომელიც აირჩია.
27 მისი ძალით საოცრებები მოახდინეს ეგვიპტელთა თვალწინ,სასწაულები მოახდინეს ქამის ქვეყანაში.+
28 მოავლინა სიბნელე და ჩამოწვა წყვდიადი;+არ ეურჩნენ ისინი* მის სიტყვებს.
29 წყალი სისხლად უქცია ეგვიპტელებსდა გაუწყვიტა თევზი.+
30 ბაყაყებით აავსო მათი ქვეყანა,+სამეფო ოთახებიც კი.
31 ბრძანა, რომ ბუზანკალიდა ქინქლა შესეოდა მთელ იმ მხარეს.+
32 წვიმა სეტყვად უქციადა ელვა მოუვლინა მათ ქვეყანას.+
33 მოუსპო მათ ვაზი და ლეღვი,დალეწა ხეები მთელ იმ მხარეში.
34 თქვა, რომ კალია შესეოდა მათ,ურიცხვი უფრთო კალია.+
35 გადაჭამეს ქვეყნის მცენარეულობა,შთანთქეს იმ მიწის ნაყოფი.
36 დახოცა ყველა პირმშო მათ ქვეყანაში,+მათ შთამომავალთაგან პირველნი*.
37 ოქრო-ვერცხლით გამოიყვანა ისინი;+არავინ დაუძლურებულა მის ტომებში.
38 გაიხარა ეგვიპტემ მათი წასვლით,
რადგან თავზარდაცემულნი იყვნენ მათ გამო.+
39 ღრუბელი აღუმართა კედლად+
და ცეცხლი — ღამის გასანათებლად.+
40 ითხოვეს და მანაც მოუვლინა მწყერი,+ზეციური პურით აძღებდა მათ.+
41 გააპო კლდე და გადმოდინდა წყალი;+მდინარესავით იდინა წყალმა უდაბნოში.+
42 მას ახსოვდა თავისი მსახურისთვის, აბრაამისთვის, მიცემული წმინდა აღთქმა.+
43 სიხარულით გამოიყვანა თავისი ხალხი,+ყიჟინით — თავისი რჩეულები.
44 მისცა მათ სხვა ხალხთა მიწები;+დაეუფლნენ ისინი ერების ნაჯაფს,+
45 რათა შეესრულებინათ მისი წესები+და დაეცვათ მისი კანონები.
ადიდეთ იაჰი*!
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „ილაპარაკეთ მის საოცარ საქმეებზე“.
^ სიტყვასიტყვით — „დაამტვრია პურის ყველა ჯოხი“. შესაძლოა იგულისხმებოდეს ჯოხი, რომელზეც პურს ჰკიდებდნენ და ინახავდნენ.
^ სხვაგვარად — „დაუშვა, რომ შესძულებოდათ“.
^ სავარაუდოდ, იგულისხმება მოსე და აარონი.
^ სიტყვასიტყვით — „მათი წარმომქმნელი ძალის საწყისი“.
^ სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.