ფსალმუნები 111:1—10

  • განადიდეთ იეჰოვა დიდებული საქმეებისთვის.

    • „წმინდა და შიშის მომგვრელია მისი სახელი“ (9).

    • „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა“ (10).

111  ადიდეთ იაჰი*!+ א [ალეფ] მთელი გულით შევასხამ ხოტბას იეჰოვას+ב[ბეთ] კრებულში მართალთა შორის. ג [გიმელ]   დიდებულია იეჰოვას საქმეები;+ ד [დელეთ] იკვლევენ მათ ისინი, ვისაც სიამეს ჰგვრის მისი ნამოქმედარი.+ ה [ჰე]   ბრწყინვალე და დიდებულია მისი საქმეები, ו [ვავ] უსასრულოა მისი სიმართლე.+ ז [ზაინ]   დაუვიწყარ, საუცხოო საქმეებს იქმს.+ ח [ხეთ] თანამგრძნობი და გულმოწყალეა იეჰოვა.+ ט [ტეთ]   საზრდოს აძლევს თავის მოშიშებს.+ י [ჲოდ] არასდროს ივიწყებს თავის შეთანხმებას.+ כ [ქაფ]   ძლევამოსილი საქმეები მოახდინა თავისი ხალხისთვის — ל [ლამედ] სხვა ერების სამკვიდრო მისცა მათ.+ מ [მემ]   ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი საქმეები;+ נ [ნუნ] სანდოა ყველა მისი ბრძანება.+ ס [სამეხ]   სანდოა ისინი, ახლაც და მარადიულადაც; ע [აინ] ჭეშმარიტებასა და სიმართლეს ემყარება.+ פ [ფე]   გამოისყიდა თავისი ხალხი.+ צ [ცადე] სამარადისო შეთანხმება დადო. ק [კოფ] წმინდა და შიშის მომგვრელია მისი სახელი.+ ר [რეშ] 10  იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა.+ ש [სინ] გამჭრიახნი არიან მისი ბრძანების შემსრულებელნი.+ ת [თავ] მარადიულად უნდა აქებდნენ მას.

სქოლიოები

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.