მატიანე — წიგნი პირველი 16:1—43

  • კიდობანს კარავში დგამენ (1—6).

  • დავითის სამადლობელი საგალობელი (7—36).

    • „გამეფდა იეჰოვა!“ (31).

  • კიდობნის წინაშე მსახურება (37—43).

16  მიიტანეს ღვთის კიდობანი და იმ კარავში დადგეს, რომელიც დავითს კიდობნისთვის ჰქონდა გაშლილი.+ შემდეგ დასაწვავი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი შესწირეს ღმერთს.+  როცა დაასრულა დავითმა დასაწვავი მსხვერპლისა+ და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვა,+ დალოცა ხალხი იეჰოვას სახელით.  ჩამოურიგა ყველას, კაცსაც და ქალსაც, თითო მრგვალი პური და ფინიკისა და ქიშმიშის თითო-თითო კვერი*.  დააყენა ზოგიერთი ლევიანი იეჰოვას კიდობნის წინ მსახურების შესასრულებლად+ და ისრაელის ღვთისთვის, იეჰოვასთვის, პატივის მისაგებად, მადლობის შესაწირავად და მის განსადიდებლად.  მათი ხელმძღვანელი იყო ასაფი,+ მას ეხმარებოდა ზაქარია; იეიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითია, ელიაბი, ბენაია, ობედ-ედომი და იეიელი+ ქნარებსა და სხვა სიმებიან საკრავებს უკრავდნენ,+ ასაფი კი — წინწილებს.+  მღვდლები ბენაია და იახაზიელი ღვთის შეთანხმების კიდობნის წინ საყვირებს აყვირებდნენ.  იმ დღეს პირველად უძღვნა დავითმა იეჰოვას საგალობელი, რომელიც ასაფმა+ და მისმა მოძმეებმა შეასრულეს:  «მადლობდეთ იეჰოვას,+ მოუხმეთ მის სახელს,აუწყეთ ხალხებს მისი საქმეების შესახებ!+  უგალობეთ მას და ხოტბა შეასხით,+ჩაუფიქრდით მის საოცარ საქმეებს*.+ 10  იამაყეთ მისი წმინდა სახელით;+ გულით გაიხარონ იეჰოვას მძებნელებმა!+ 11  ეძებეთ იეჰოვა+ და მისი ძალა, მუდამ ესწრაფეთ მისგან წყალობის მიღებას.+ 12  გახსოვდეთ მისი საოცარი საქმეები,+მისი მრავალი სასწაული და განაჩენი, 13  ისრაელის, მისი მსახურის, შთამომავლებო,+იაკობის ძეებო, ღვთის რჩეულნო!+ 14  ის არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+ მისი სამართალი მთელ დედამიწაზე ვრცელდება.+ 15  მარადიულად გახსოვდეთ მისი შეთანხმება,ათასი თაობისთვის მიცემული პირობა,+ 16  აბრაამთან დადებული შეთანხმება+და ისაკისთვის მიცემული ფიცი,+ 17  რაც წესად დაუდგინა იაკობს+და მარადიულ შეთანხმებად უქცია ისრაელს: 18  „მოგცემ ქანაანის მიწას,+ეს იქნება შენი სამკვიდრო“.+ 19  მაშინ ცოტანი იყვნენ ისინი,ძალიან ცოტანი, თანაც ხიზნები იმ მიწაზე.+ 20  ერიდან ერში გადადიოდნენ,სამეფოდან — სამეფოში.+ 21  მან არავის დააჩაგვრინა ისინი,+მეფეებსაც კი აფრთხილებდა მათ გამო:+ 22  ჩემს ცხებულებს ხელი არ ახლოთდა ჩემს წინასწარმეტყველებს არაფერი დამართოთო!+ 23  უგალობეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო! დღემუდამ ახარეთ, რომ ის მხსნელია!+ 24  უამბეთ მისი სიდიადის შესახებ ერებსდა მის საოცარ საქმეებზე — ხალხებს, 25  რადგან დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები, ყველა ღმერთზე შიშის მომგვრელია იგი.+ 26  ხალხთა ღმერთები უსარგებლონი არიან,+იეჰოვამ კი ზეცა შექმნა.+ 27  სიდიადითა და ბრწყინვალებითაა მოსილი,+ძალა და სიხარულია მის სამკვიდროში.+ 28  პატივი მიაგეთ იეჰოვას, ხალხთა ტომებო,პატივი მიაგეთ იეჰოვას,რადგან ის დიდებული და ძლევამოსილია!+ 29  განადიდეთ იეჰოვა მისი სახელის გამო,+ ძღვნით წარდექით მის წინაშე,+ მუხლი მოიყარეთ იეჰოვას წინაშეწმინდა სამოსლით შემოსილებმა*.+ 30  მის წინაშე თრთოდეთ, დედამიწის მკვიდრნო! მტკიცედაა დაფუძნებული დედამიწა, არასდროს შეირყევა.+ 31  გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ!+ამცნეთ ერებს, რომ გამეფდა იეჰოვა!+ 32  იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,იხარონ ველ-მინდვრებმა და ყველაფერმა, რაც მათზეა! 33  ტყის ყველა ხემაც იმხიარულოს იეჰოვას წინაშე,რადგან მოდის იგი დედამიწის გასასამართლებლად! 34  მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი,+მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!+ 35  უთხარით: „გვიხსენი, ღმერთო, ჩვენო მხსნელო,+შეგვკრიბე და გვიხსენი სხვა ერებისგან,რათა ვმადლობდეთ შენს წმინდა სახელს+და სიხარულით გიძღვნიდეთ ქებას.+ 36  მარადიულად იდიდოს იეჰოვამ,ისრაელის ღმერთმა!“» მთელმა ხალხმა თქვა: „ამინ!“, და განადიდეს მათ იეჰოვა. 37  დავითმა იეჰოვას შეთანხმების კიდობანთან დატოვა ასაფი+ და მისი მოძმეები, რათა მუდამ კიდობნის წინ ემსახურათ+ და ყოველდღიურად შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა.+ 38  ობედ-ედომი და მისი მოძმეები, სულ 68 კაცი, აგრეთვე იედუთუნის ძე ობედ-ედომი და ხოსა კარიბჭის მცველები იყვნენ. 39  მღვდელი ცადოკი+ სხვა მღვდლებთან ერთად გაბაონში,+ სათაყვანო მაღლობზე, იეჰოვას კარვის წინ მსახურობდა; 40  ისინი ყოველდღიურად, დილა-საღამოს, დასაწვავ მსხვერპლს სწირავდნენ იეჰოვას დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე და ყველაფერს აკეთებდნენ, რაც იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემულ კანონში ეწერა.+ 41  მათთან ერთად იყვნენ ჰემანი, იედუთუნი+ და სხვა არჩეული კაცები, რომლებიც იეჰოვას მადლობას სწირავდნენ+ და გალობდნენ, მარადიული და ურყევიაო მისი სიყვარული*.+ 42  ჰემანი+ და იედუთუნი უკრავდნენ საყვირებს, წინწილებსა და სხვა საკრავებს ღვთის განსადიდებლად, იედუთუნის ძეები+ კი კარიბჭესთან იდგნენ. 43  მთელი ხალხი სახლებში წავიდ-წამოვიდა; დავითიც შინ დაბრუნდა თავისი სახლეულობის დასალოცად.

სქოლიოები

იგულისხმება დაპრესილი და გამომშრალი ფინიკი და ქიშმიში.
ან შესაძლოა: „ილაპარაკეთ მის საოცარ საქმეებზე“.
ან შესაძლოა: „მისი სიწმინდის სიდიადის გამო“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).