მატიანე — წიგნი პირველი 25:1—31
-
მუსიკოსები და მგალობლები (1—31).
25 დავითმა და ჯგუფების ზედამხედველებმა გამოარჩიეს ასაფის, ჰემანისა და იედუთუნის+ ზოგი ვაჟი, რომლებსაც წინწილების,+ ქნარებისა თუ სხვა სიმებიანი საკრავების+ თანხლებით უნდა ეწინასწარმეტყველათ. აი მათი ჩამონათვალი, ვინც დანიშნეს ამგვარი მსახურების შესასრულებლად:
2 ასაფის ვაჟთაგან — ზაქური, იოსები, ნეთანია და ასარელა; მათ თავიანთი მამა, ასაფი, უწევდა ზედამხედველობას, რომელიც მეფის ხელმძღვანელობით წინასწარმეტყველებდა;
3 იედუთუნის+ ვაჟთაგან — გედალია, ცერი, იეშაია, შიმეი, ხაშაბია და მათითია+ — ექვსნი; მათ თავიანთი მამა, იედუთუნი, ზედამხედველობდა, რომელიც ქნარის თანხლებით წინასწარმეტყველებდა, და მადლობდა და ადიდებდა იეჰოვას;+
4 ჰემანის+ ვაჟთაგან — ბუკია, მათანია, უზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ეზერი, იოშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი და მახაზიოთი.
5 ესენი მეფის წინასწარმხილველის, ჰემანის, ვაჟები იყვნენ, რომელიც ღვთის სიტყვას აცხადებდა მის განსადიდებლად*. ღმერთმა ჰემანს 14 ვაჟი და 3 ასული უბოძა.
6 ყველანი თავიანთი მამის ხელმძღვანელობით გალობდნენ იეჰოვას კარვის წინ წინწილების, ქნარებისა+ თუ სხვა სიმებიანი საკრავების თანხლებით, და ასე უსრულებდნენ ღმერთს მსახურებას.
თავად ასაფს, იედუთუნსა და ჰემანს კი მეფე ხელმძღვანელობდა.
7 მათი და მათი მოძმეების რიცხვი, რომლებიც განსწავლული და დახელოვნებული მგალობლები იყვნენ და იეჰოვას უგალობდნენ, 288-ს შეადგენდა;
8 დიდმა თუ პატარამ, გაწაფულმა თუ გაუწაფავმა, წილისყრით+ დაინაწილეს მოვალეობები.
9 პირველი წილი ერგო იოსებს+ ასაფის ვაჟებიდან, მეორე — გედალიას,+ მის ძმებსა და ვაჟებს, 12 კაცს;
10 მესამე — ზაქურს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
11 მეოთხე — იცრის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
12 მეხუთე — ნეთანიას,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
13 მეექვსე — ბუკიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
14 მეშვიდე — იეშარელას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
15 მერვე — იეშაიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
16 მეცხრე — მათანიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
17 მეათე — შიმეის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
18 მეთერთმეტე — აზარელს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
19 მეთორმეტე — ხაშაბიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
20 მეცამეტე — შუბაელს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
21 მეთოთხმეტე — მათითიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
22 მეთხუთმეტე — იერემოთს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
23 მეთექვსმეტე — ხანანიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
24 მეჩვიდმეტე — იოშბეკაშას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
25 მეთვრამეტე — ხანანის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
26 მეცხრამეტე — მალოთის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
27 მეოცე — ელიათას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
28 ოცდამეერთე — ჰოთირს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
29 ოცდამეორე — გიდალთის,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
30 ოცდამესამე — მახაზიოთს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს;
31 ოცდამეოთხე — რომამთი-ეზერს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „მისი რქის ასაწევად“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).