მატიანე — წიგნი პირველი 28:1—21

  • დავითი სიტყვას წარმოთქვამს ტაძრის შესახებ (1—8).

  • დავითი არიგებს სოლომონს და აძლევს სამშენებლო გეგმას (9—21).

28  დავითმა იერუსალიმში შეკრიბა ისრაელის ყველა მთავარი: ტომების მთავრები, მეფის სამსახურში მყოფი დანაყოფების მეთაურები,+ ათასისთავები, ასისთავები,+ მათთან ერთად ისინიც, ვისაც მეფისა+ და მისი ვაჟების+ ქონება და საქონელი ებარათ, აგრეთვე კარისკაცები და ყველა მამაცი და უნარიანი ვაჟკაცი.+  ფეხზე წამოდგა მეფე დავითი და თქვა: «მისმინეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მსურდა ტაძრის აშენება იეჰოვას შეთანხმების კიდობნის მუდმივ სამყოფლად და ჩვენი ღვთის ფეხსადგამად,+ ამიტომ მოვემზადე კიდეც მშენებლობისთვის.+  მაგრამ ღმერთმა მითხრა: შენ არ ააშენებო ტაძარს ჩემს სახელზე,+ რადგან მეომარი კაცი ხარ და ბევრი სისხლი გაქვსო დაღვრილი.+  ისრაელის ღმერთმა იეჰოვამ ამირჩია მამაჩემის სახლეულობიდან, რომ ისრაელის მეფე ვყოფილიყავი სამარადისოდ.+ მან იუდა აირჩია წინამძღოლად,+ იუდას ტომიდან — მამაჩემის სახლეულობა,+ მამაჩემის ვაჟებიდან ჩემი გამეფება ინება,+  ჩემი ვაჟებიდან კი, რომლებიც მრავლად მომცა იეჰოვამ,+ სოლომონი აირჩია,+ რომ ასულიყო იეჰოვას სამეფო ტახტზე და ემეფა ისრაელზე.+  მან მითხრა: „შენი ვაჟი სოლომონი ამიშენებს ტაძარსა და მის ეზოებს, რადგან შვილად ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა.+  სამარადისოდ განვამტკიცებ მის მეფობას,+ თუ ისევე მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებსა და სამართალს,+ როგორც დღეს იცავს“.  ამიტომ მთელი ისრაელის, იეჰოვას ხალხის თვალწინ და ჩვენი ღვთის გასაგონად გეუბნებით: ჩაუკვირდით თქვენი ღვთის, იეჰოვას, მცნებებს და დაიცავით, რათა კვლავაც მკვიდრობდეთ ამ მადლიან მიწაზე+ და თქვენს ვაჟებს დაუტოვოთ ის მუდმივ სამკვიდროდ.  შენ კი, ჩემო შვილო, სოლომონ, შეიცანი მამაშენის ღმერთი; მთელი გულითა+ და სულით ემსახურე მას, რადგან გულთამხილავია+ იეჰოვა და არცერთი ფიქრი თუ ზრახვა არ არის დაფარული მისგან.+ თუ ეძიებ მას, თავს გაპოვნინებს,+ მაგრამ, თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.+ 10  შენ აგირჩია იეჰოვამ მისთვის ტაძრის ასაშენებლად. გამბედაობა მოიკრიბე და საქმეს შეუდექი!» 11  მისცა დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს, წინკარისა+ და სხვადასხვა ოთახის, მათ შორის საკუჭნაოების, ზედა ოთახების, შიდა ოთახებისა და გამოსყიდვის ოთახის გეგმა,+ 12  აგრეთვე იეჰოვას შთაგონებით მიღებული ტაძრის ეზოების,+ მის ირგვლივ სასადილო ოთახების, ღვთის ტაძრის საგანძურისა და განწმენდილი* ნივთების საგანძურის გეგმა.+ 13  მისცა მითითებებიც მღვდელთა და სხვა ლევიანთა ჯგუფების,+ აგრეთვე იეჰოვას ტაძარში შესასრულებელი მსახურებისა და იეჰოვას ტაძარში მსახურებისთვის განკუთვნილი ნივთების შესახებ. 14  მანვე მიუთითა სოლომონს ოქრო-ვერცხლის წონა, რაც დასჭირდებოდა სხვადასხვა მსახურებისთვის განკუთვნილი ნივთების დასამზადებლად; 15  უთხრა, რა წონისა უნდა ყოფილიყო სხვადასხვაგვარი ოქროს სალამპრე+ და ლამპარი და სხვადასხვაგვარი ვერცხლის სალამპრე და ლამპარი მათი დანიშნულების მიხედვით, 16  აგრეთვე ისიც, რა წონის ოქრო დასჭირდებოდა წარსადგენი პურის+ თითოეულ მაგიდას და რა წონის ვერცხლი — ვერცხლის მაგიდებს; 17  უთხრა, რამდენი ხალასი ოქრო დასჭირდებოდა ჩანგლებს, ჯამებსა+ და დოქებს, აგრეთვე, რამდენი ოქრო-ვერცხლი დასჭირდებოდა თითოეულ პატარა ოქროსა თუ ვერცხლის ჯამს. 18  ისიც უთხრა, რამდენი ხალასი ოქრო დასჭირდებოდა ოქროს საკმევლის სამსხვერპლოს+ და ღვთის ეტლს,+ ოქროს ქერუბიმებს,+ რომელთაც გაშლილი ფრთებით უნდა დაეფარათ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი. 19  დავითმა თქვა: „იეჰოვამ მომიმართა ხელი, რომ ჩავწვდომოდი სამშენებლო გეგმის+ ყველა წვრილმანს და ჩამეწერა“.+ 20  უთხრა დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს: „გამბედაობა მოიკრიბე, გამაგრდი და საქმეს შეუდექი! ნუ შეშინდები და ნუ შეძრწუნდები, რადგან იეჰოვა ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთანაა!+ არ მოგშორდება და არ მიგატოვებს;+ შენ გვერდით იქნება, სანამ ყველა სამუშაო არ დასრულდება იეჰოვას ტაძარში. 21  აი, აქ არიან მღვდელთა და ლევიანთა+ ჯგუფები+ ღვთის ტაძარში მსახურების შესასრულებლად. შენ გვერდით არიან მონდომებული, მარჯვე ხელოსნები, ყველანაირ საქმეს რომ გაართმევენ თავს;+ მთავრებიც+ და მთელი ხალხიც მხარში გიდგანან და მზად არიან, შენს მითითებებს დაემორჩილონ!“

სქოლიოები

სხვაგვარად — „მიძღვნილი“.