სამუელი — წიგნი პირველი 22:1—23

  • დავითი ადულამსა და მიცფეში (1—5).

  • საული ახოცვინებს ნობში მცხოვრებ მღვდლებს (6—19).

  • აბიათარი სამშვიდობოს გადის (20—23).

22  წავიდა იქიდან დავითი+ და ადულამის+ გამოქვაბულს შეაფარა თავი. გაიგეს ეს მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლეულობამ და მასთან ჩავიდნენ.  შეიკრიბა მასთან ყველა გაჭირვებული, ვალებში ჩაცვენილი და სულგამწარებული, დაახლოებით 400 კაცი, და ის მათი მეთაური გახდა.  წავიდა დავითი იქიდან მოაბში, მიცფეში, და მოაბის+ მეფეს სთხოვა: „აცხოვრეთ თქვენთან ჩემი დედ-მამა, სანამ გავიგებ, რას მიპირებს ღმერთი“.  დატოვა ისინი მოაბის მეფესთან და ცხოვრობდნენ იქ მთელი ის ხანი, სანამ დავითი იმალებოდა.+  უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა+ დავითს: „აქ ნუღარ დაიმალები, იუდას მიწაზე წადი!“+ დავითიც წავიდა იქიდან და ხარეთის ტყეში მივიდა.  საული გიბაში,+ მაღლობზე, იალღუნის ხის ქვეშ იჯდა და ხელში შუბი ეჭირა, როცა დავითისა და მასთან მყოფი კაცების გამოჩენა შეიტყო; მისი მსახურებიც მის გვერდით იყვნენ.  უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომისმინეთ, ბენიამინელებო! განა იესეს+ ვაჟიც მოგცემთ თითოეულ თქვენგანს მიწებსა და ვენახებს? განა ყოველ თქვენგანს დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად?+  ყველანი ჩემ წინააღმდეგ შეთქმულხართ და არცერთმა არ გამიმხილეთ, რომ ჩემმა ვაჟმა შეთანხმება დადო იესეს ვაჟთან;+ არცერთმა არ შემიბრალეთ და არ გამიმხილეთ, რომ ჩემმა საკუთარმა ვაჟმა ჩემივე მსახური ამიმხედრა და აი, ახლაც სამტროდ ჩამსაფრებია!“  ედომელმა დოეგმა,+ რომელიც საულის მსახურების უფროსად იყო დაყენებული, უთხრა:+ „ვნახე იესეს ვაჟი, ნობში რომ მოვიდა ახიმელექთან, ახიტუბის ვაჟთან.+ 10  ახიმელექი იეჰოვას დაეკითხა მისთვის და საგზალი და ფილისტიმელი გოლიათის მახვილიც კი მისცა“.+ 11  დაიბარა მეფემ ახიმელექ მღვდელი, ახიტუბის ვაჟი, და მამამისის მთელი სახლეულობა, ნობში მყოფი ყველა მღვდელი. ისინიც ეახლნენ მეფეს. 12  უთხრა საულმა: „მომისმინე, ახიტუბის ვაჟო!“ რაზეც მან მიუგო: „გისმენ, ჩემო ბატონო!“ 13  უთხრა მას საულმა: „რატომ შეითქვით შენ და იესეს ვაჟი ჩემ წინააღმდეგ? რატომ მიეცი მას პური და მახვილი და რატომ დაეკითხე ღმერთს მისთვის? ის ხომ ჩემ წინააღმდეგაა ამხედრებული და ახლაც სამტროდ ჩამსაფრებია“. 14  ახიმელექმა მიუგო მეფეს: „რომელი მსახური გყავს დავითივით ერთგული?+ მეფის სიძე,+ შენი მცველების უფროსი და პატივდებული კაცია შენს სახლში.+ 15  განა პირველად დავეკითხე მისთვის ღმერთს?+ რასაც შენ ამბობ, მაგას როგორ ვიზამდი! ნურაფერში დაადანაშაულებს მეფე თავის მსახურსა და მამაჩემის მთელ სახლეულობას, რადგან ამის შესახებ არაფერი იცოდა შენმა მსახურმა!“+ 16  უთხრა მას მეფემ: „ახიმელექ, სიკვდილს ვერ გადაურჩებით+ ვერც შენ და ვერც მამაშენის სახლეულობა!“+ 17  უთხრა მეფემ თავისთან მდგომ მცველებს: „მიდით და დახოცეთ იეჰოვას მღვდლები, რადგან დავითს მიემხრნენ! იცოდნენ, რომ გაქცეული იყო და არ გამიმხილეს!“ მაგრამ მეფის მსახურებს არ უნდოდათ იეჰოვას მღვდლების დახოცვა. 18  მაშინ მეფემ დოეგს უთხრა:+ „მიდი და შენ დახოცე მღვდლები!“ ედომელი+ დოეგიც ადგა და დახოცა მღვდლები; სელის ეფოდით შემოსილი 85 კაცი დახოცა მან იმ დღეს.+ 19  მახვილით გაანადგურა მღვდლების ქალაქი ნობიც;+ არც კაცი დაინდო და არც ქალი, არც ბავშვი და არც ჩვილი, მახვილითვე გაანადგურა ხარიც, ვირიცა და ცხვარიც. 20  მხოლოდ აბიათარმა,+ ახიტუბის ვაჟის, ახიმელექის, ერთ-ერთმა ვაჟმა უშველა თავს და დავითთან გაიქცა. 21  შეატყობინა აბიათარმა დავითს, ამოხოცაო საულმა იეჰოვას მღვდლები. 22  მიუგო დავითმა აბიათარს: „იმ დღესვე მივხვდი,+ როცა ედომელი დოეგი დავინახე, რომ ამბავს მიუტანდა საულს. ჩემს კისერზეა მამაშენის მთელი სახლეულობის სისხლი. 23  დარჩი ჩემთან. ნუ გეშინია, ვინც შენ დაგეძებს მოსაკლავად, ის მეც დამეძებს. მე გაგიწევ მფარველობას!“+

სქოლიოები