პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ 2:1—15

  • ლოცვა ყველანაირი ადამიანისთვის (1—7).

    • ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი (5).

    • შესაბამისი გამოსასყიდი ყველასთვის (6).

  • მითითებები მამაკაცებსა და ქალებს (8—15).

    • მოკრძალებული ჩაცმულობა (9, 10).

2  უპირველეს ყოვლისა, მოგიწოდებთ, რომ აღავლინოთ ვედრება, ლოცვა, სათხოვარი და მადლიერება ყველანაირი ადამიანისთვის,  მათ შორის მეფეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია,+ რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და ღირსებით.+  ეს კარგი და მოსაწონია ჩვენი მხსნელისთვის, ღვთისთვის,+  რომელსაც სურს, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს+ და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს.  ერთია ღმერთი+ და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის+ შუამავალი+ — კაცი, ქრისტე იესო,+  რომელმაც საკუთარი თავის შეწირვით შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის;+ ამის შესახებ თავის დროზე დაამოწმებენ.  მეც ამ მიზნით დავინიშნე+ მქადაგებლად და მოციქულად,+ რათა უცხოტომელების მასწავლებელი ვყოფილიყავი — მათთვის რწმენა ჩამენერგა და ჭეშმარიტება გადამეცა;+ მართალს გეუბნებით, არ ვცრუობ.  მსურს, რომ ყველგან, სადაც მამაკაცები ლოცულობენ, ღვთის ერთგულებით აღვსილნი აღაპყრობდნენ ხელებს ზეცად+ რისხვისა+ და კამათის გარეშე.+  აგრეთვე მსურს, რომ ქალები თავს იმკობდნენ არა განსაკუთრებული ვარცხნილობით*, ოქროთი, მარგალიტებითა თუ ძვირფასი სამოსლით, არამედ მოკრძალებული და გონივრულად შერჩეული წესიერი ტანსაცმლით,+ 10  ისე, როგორც ღვთისმოშიშ ქალებს შეჰფერით,+ რომლებიც კარგი საქმეებით იმკობენ თავს. 11  ქალმა მდუმარედ ისწავლოს, სრული მორჩილებით.+ 12  ქალს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის უფლებას, ჩუმად უნდა იყოს,+ 13  ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.+ 14  თანაც ადამი კი არ შემცდარა, ქალი შეცდა+ და დანაშაული ჩაიდინა. 15  თუმცა ქალს შვილების გაჩენა+ დაიცავს, თუკი შეინარჩუნებს რწმენას, სიყვარულს, სიწმინდესა და საღ აზროვნებას.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ნაწნავებით“.