მატიანე — წიგნი მეორე 7:1—22
7 დაასრულა თუ არა ლოცვა სოლომონმა,+ ციდან მოვლენილმა ცეცხლმა+ შთანთქა დასაწვავი მსხვერპლი სხვა შესაწირავებთან ერთად; იეჰოვას სიდიადით აივსო ტაძარი.+
2 ვეღარ შევიდნენ მღვდლები იეჰოვას ტაძარში, რადგან იეჰოვას სიდიადეს აევსო იეჰოვას ტაძარი.+
3 როცა დაინახეს ისრაელებმა, როგორ მოევლინა ცეცხლი და როგორ დაივანა იეჰოვას სიდიადემ ტაძარზე, მაშინვე მუხლი მოიყარეს და პირქვე დაემხვნენ ქვაფენილზე, თან მადლობდნენ იეჰოვას, კარგია იგი, მარადიული და ურყევიაო მისი სიყვარული*!
4 მეფემაც და მთელმა ხალხმაც შესწირეს შესაწირავი იეჰოვას.+
5 მეფე სოლომონმა 22 000 მოზვერი და 120 000 ცხვარი გაიღო მსხვერპლად; ასე აღნიშნეს მეფემ და მთელმა ხალხმა ღვთისთვის ტაძრის მიძღვნა.+
6 მღვდლები თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი საკრავებით ხელში უმღეროდნენ იეჰოვას+ (ეს საკრავები მეფე დავითის მიერ იყო დამზადებული, რომ მათთან* ერთად ემღერა იეჰოვასთვის სადიდებელი საგალობელი, მარადიული და ურყევიაო მისი სიყვარული*). მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ+ მათ წინ, ისრაელები კი ამ დროს ფეხზე იდგნენ.
7 განწმინდა სოლომონმა შუა ეზო იეჰოვას ტაძრის წინ, რომ იქ შეეწირა დასაწვავი მსხვერპლი+ და სამშვიდობო მსხვერპლის ქონი, რადგან ვეღარ იტევდა სოლომონის გაკეთებული სპილენძის სამსხვერპლო+ დასაწვავ მსხვერპლს, მარცვლეულ შესაწირავსა+ და ქონს.+
8 7 დღე იდღესასწაულა სოლომონმა+ და მასთან ერთად შეკრებილმა მთელმა ისრაელმა, დიდძალმა ხალხმა, ლებო-ხამათიდან ეგვიპტის ხევამდე მცხოვრებმა მთელმა ხალხმა.+
9 მე-8 დღეს* კი საზეიმო შეკრება გამართეს,+ რადგან 7 დღე გრძელდებოდა ღვთისთვის სამსხვერპლოს მიძღვნა და 7 დღე დღესასწაულობდნენ.
10 მე-7 თვის 23-ე დღეს მან შინ გაუშვა ხალხი, გახარებული+ და გულმხიარული იმ ყოველივე კარგის გამო, რაც იეჰოვამ გაუკეთა დავითს, სოლომონსა და თავის ხალხს, ისრაელს.+
11 ამგვარად დაასრულა სოლომონმა იეჰოვას ტაძრისა და თავისი სასახლის შენება.+ წარმატებით დაასრულა სოლომონმა ყველა საქმე, რაც იეჰოვას ტაძრისა და თავისი სასახლის მშენებლობას ეხებოდა; ყველაფერი გააკეთა, რაც გულით ეწადა.+
12 ღამით იეჰოვა გამოეცხადა სოლომონს+ და უთხრა: «შევისმინე შენი ლოცვა და ეს ადგილი ამოვირჩიე ჩემთვის მსხვერპლის შესაწირავად.+
13 მაშინ, როცა ცას დავახშობ, რომ არ გაწვიმდეს, როცა კალიას ვუბრძანებ, გადაჭამოს მიწა, და როცა ჭირს მოვუვლენ ჩემს ხალხს,
14 ჩემი სახელით წოდებული ჩემი ხალხი+ კი თავს დაიმდაბლებს,+ ილოცებს, მომძებნის და მიატოვებს თავის ბოროტ საქმეებს,+ მოვუსმენ ზეციდან, ვაპატიებ ცოდვებს და ნაყოფიერს გავხდი მათ მიწას.+
15 ამიერიდან თვალყურს მივაპყრობ ამ ადგილზე აღვლენილ ლოცვებს.+
16 ავირჩიე და განვწმინდე ეს ტაძარი, რათა სამარადისოდ აქ დაივანოს ჩემმა სახელმა;+ მუდამ თვალი მეჭირება მასზე და აქ იქნება ჩემი გული!+
17 თუ მამაშენი დავითივით მემსახურები, ყველაფერს ჩემი ბრძანებისამებრ გააკეთებ და დაემორჩილები ჩემს წესებსა და სამართალს,+
18 განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს+ მამაშენთან, დავითთან, დადებული შეთანხმებისამებრ,+ რომ შევპირდი, ყოველთვის შენი შთამომავალი იმეფებს-მეთქი ისრაელზე.+
19 მაგრამ, თუ განმიდგებით და არ დაიცავთ ჩემს წესებსა და მცნებებს, წახვალთ და სხვა ღმერთების წინაშე დაემხობით და მათ დაუწყებთ თაყვანისცემას,+
20 ამოგძირკვავთ მიწიდან, რომელიც დაგამკვიდრებინეთ,+ ამ ტაძარს კი, ჩემი სახელისთვის რომ განვწმინდე, ზურგს შევაქცევ, ერების აბუჩად ასაგდებსა და დასაცინს გავხდი.+
21 ნანგრევების გროვად იქცევა ეს ტაძარი. ყველა, ვინც მას ჩაუვლის, განცვიფრებული შეხედავს+ და იკითხავს, ასე რატომ მოექცაო იეჰოვა ამ მიწასა და ტაძარს?+
22 პასუხად მიუგებენ: „ზურგი აქციეს იეჰოვას,+ თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი;+ სხვა ღმერთების წინაშე ემხობოდნენ და ეთაყვანებოდნენ.+ ამიტომაც დაატეხა მან ამდენი უბედურება!“»+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ შესაძლოა იგულისხმებოდნენ ლევიანები.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ დღესასწაულის შემდგომი ანუ მე-15 დღე.