იოანეს მესამე წერილი 1:1—14

  • მისალმება და ლოცვა (1—4).

  • გაიუსის შექება (5—8).

  • პირველობის მოყვარული დიოტრეფე (9, 10).

  • დემეტრიოსის დადებითი დახასიათება (11, 12).

  • „იმედი მაქვს, რომ მალე გნახავ“; მოკითხვის შეთვლა (13, 14).

 უხუცესი საყვარელ გაიუსს, რომელიც გულწრფელად მიყვარს.  საყვარელო, ვლოცულობ, რომ ჯანმრთელად იყო და კვლავაც ყველაფერში მოგემართოს ხელი.  ძალიან გამიხარდა, ძმები რომ მოვიდნენ და შენზე მითხრეს, კვლავაც ჭეშმარიტების ერთგულია და ჭეშმარიტების გზით დადისო.+  ყველაზე მეტად ის მახარებს*, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტების გზით დადიან.+  საყვარელო, შენს ერთგულებაზე მეტყველებს ის, რასაც იმ ძმებისთვის აკეთებ, რომელთაც არ იცნობ.+  მათ კრებას უამბეს შენი სიყვარულის შესახებ. გთხოვ, ღვთის წინაშე ღირსეულად გაისტუმრო ისინი,+  რადგან მისი სახელის გულისთვის წამოვიდნენ და უცხოტომელებისგან არაფერი აუღიათ.+  ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ მათ მიმართ,+ რათა მათი თანამსახურნი ვიყოთ ჭეშმარიტებაში.+  კრებას წერილი მივწერე, მაგრამ პირველობის მოყვარული დიოტრეფე+ ჩვენს ნათქვამს უპატივცემულოდ ეკიდება.+ 10  ამიტომაც, თუ ჩამოვალ, პასუხს მოვკითხავ იმის გამო, რომ ბოროტ ხმებს ავრცელებს ჩვენზე,+ თუმცა ამასაც არ სჯერდება; ჩამოსულ ძმებს პატივს არ სცემს,+ ცდილობს, მათი მიღების მსურველთ ხელი შეუშალოს და კრებიდან გააძევოს. 11  საყვარელო, ცუდს კი ნუ მიჰბაძავ, კარგს მიჰბაძე.+ კარგის მოქმედი ღვთისგან არის,+ ხოლო ცუდის მოქმედს არ უხილავს ღმერთი.+ 12  დემეტრიოსი მათ დადებითად დაახასიათეს, რაზეც ჭეშმარიტებაც მოწმობს. ჩვენც ვამოწმებთ და თავადაც იცი, რომ ჩვენი დამოწმება ჭეშმარიტია. 13  ბევრი რამ მინდოდა, მომეწერა, მაგრამ არ მსურს, კალმითა და მელნით მოგწერო, 14  რადგან იმედი მაქვს, რომ მალე გნახავ და პირისპირ ვისაუბრებთ. მშვიდობა არ მოგკლებოდეს! მოკითხვას გითვლიან თანამსახურები*. შენც ყველანი სათითაოდ მომიკითხე.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „იწვევს მადლიერებას ჩემში“.
სიტყვასიტყვით — „მეგობრები“.