იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
როგორ მოემზადები გახსენების საღამოსთვის?
ამ წლიდან მოყოლებული გახსენების საღამოსთვის მოსამზადებლად უფრო მეტი დრო გვექნება. თუ გახსენების საღამო შუა კვირის რომელიმე დღეს დაემთხვევა, მაშინ შუა კვირის შეხვედრა აღარ ჩატარდება. თუ შაბათს ან კვირას დაემთხვევა, საჯარო მოხსენება და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა გაუქმდება. გამოიყენებთ საუკეთესოდ ამ დამატებით დროს? ისევე როგორც პირველ საუკუნეში, დღესაც საჭიროა, ყველაფერი სათანადოდ მომზადდეს ამ განსაკუთრებული საღამოსთვის (ლუკ. 22:7—13; km 3/15 1). ამასთან, თითოეულმა ჩვენგანმა წინასწარ უნდა განვაწყოთ გული ამ დღისთვის. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
-
დაფიქრდი, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საღამოზე დასწრება (1 კორ. 11:23—26).
-
ილოცე და იფიქრე, რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვს იეჰოვასთან (1 კორ. 11:27—29; 2 კორ. 13:5).
-
წაიკითხე და იფიქრე იმ ბიბლიურ მონაკვეთებზე, საიდანაც ჩანს, რა მნიშვნელობა აქვს გახსენების საღამოს (იოან. 3:16; 15:13).
ზოგი მაუწყებელი გახსენების საღამოსთვის განკუთვნილ იმ ბიბლიურ მონაკვეთებს კითხულობს, რომლებიც მითითებულია ბროშურაში „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“. ზოგიც იმ ბიბლიურ მონაკვეთებს კითხულობს, რომლებიც თანდართულ ცხრილშია მითითებული. სხვები „საგუშაგო კოშკის“ იმ სტატიებს კითხულობენ, სადაც განიხილება გახსენების საღამოს მნიშვნელობა და ის, თუ რამხელა სიყვარული გამოავლინეს იეჰოვამ და იესომ ჩვენდამი. რა გეგმასაც არ უნდა მიჰყვეთ და რა სტატიებიც არ უნდა წაიკითხოთ, მთავარია, უფრო მეტად დაუახლოვდეთ იეჰოვას და მის ძეს.