ქრისტიანული ცხოვრება
გაუფრთხილდით ქორწინებას
იეჰოვა ქორწინების აღთქმას სერიოზულად უყურებს. მისი სიტყვების თანახმად, ცოლ-ქმარი უნდა „მიეკრას“ ერთმანეთს (მათ. 19:5, 6). ღვთის ხალხს შორის ბევრი ბედნიერი ოჯახია. თუმცა სრულყოფილი ქორწინება არ არსებობს, ამიტომ დროდადრო პრობლემები იჩენს თავს. ჩვენ არ ვიზიარებთ ქვეყნიერებაში გავრცელებულ შეხედულებას, რომ თითქოს პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა განცალკევებით ცხოვრება ან განქორწინებაა. რა დაეხმარებათ ქრისტიან წყვილებს, გაუფრთხილდნენ ქორწინებას?
დაფიქრდით ხუთ მხარეზე:
-
დაიცავით გული: მოერიდეთ ფლირტს და უზნეო გართობას, რაც თქვენს ქორწინებას ბზარს გაუჩენს (მათ. 5:28; 2 პეტ. 2:14).
-
განამტკიცეთ იეჰოვასთან ურთიერთობა და ყველაფერი გააკეთეთ, რომ ღვთის თვალში თქვენი ქორწინება მოსაწონი იყოს (ფსალმ. 97:10).
-
კვლავაც „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ და პატარ-პატარა კეთილი საქმეებით თქვენს მეუღლეს გაუადვილეთ ცხოვრება (კოლ. 3:8—10, 12—14).
-
პატივი ეცით ერთმანეთს და ხშირად ისაუბრეთ ღირებულ და აზრიან თემებზე (კოლ. 4:6).
-
სიყვარულით შეუსრულეთ ერთმანეთს ცოლქმრული მოვალეობა (1 კორ. 7:3, 4; 10:24).
როცა ქრისტიანები ღირსეულად მიიჩნევენ ქორწინებას, პატივისცემას გამოხატავენ ქორწინების დამფუძნებლის, იეჰოვა ღმერთის მიმართ.
უყურეთ ვიდეორგოლს «„მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ — დაიცავით შეჯიბრების წესები!» და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
-
რა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავის მაშინაც კი, როცა ქორწინებას კარგი საწყისი აქვს?
-
როგორ ეხმარება ბიბლიური პრინციპები მათ, ვინც ფიქრობს, რომ მათ ოჯახში სიყვარული განელდა?
-
რა ნორმები დაუდგინა იეჰოვამ დაქორწინებულ წყვილებს?
-
რა მოეთხოვება ცოლ-ქმარს ბედნიერი ოჯახის შესანარჩუნებლად?