ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
ახალგაზრდებო, გულახდილად ესაუბრეთ მშობლებს!
რატომ იქნება კარგი, თუ გულახდილი იქნები მშობლებთან? (იგავ. 23:26). იმიტომ, რომ შენზე ზრუნვის პასუხისმგებლობა იეჰოვამ მათ მიანდო (ფსალმ. 127:3, 4). თუ მშობლებთან გულახდილი არ იქნები, შენი დახმარება გაუჭირდებათ. ამ შემთხვევაში ხელიდან გაუშვებ შესაძლებლობას, მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ისწავლო. ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა წვრილმანი უნდა მოუყვე მშობლებს? რა თქმა უნდა, არა! მთავარია, არ მოატყუო ან ისეთი რამ არ დაუმალო, რისი ცოდნის უფლებაც აქვთ (იგავ. 3:32).
როგორ უნდა გამონახო საერთო ენა მშობლებთან? შეეცადე, ისეთი დრო შეარჩიო, როცა შენც და ისინიც სასაუბროდ იქნებით განწყობილი. თუ საუბარი გიძნელდება, შეგიძლია ფურცელზე გადაიტანო შენი გრძნობები და რომელიმე მშობელს წააკითხო. როგორ უნდა მოიქცე, თუ მშობლები შენთვის არასასურველ თემაზე იწყებენ საუბარს? არ დაგავიწყდეს: მათ შენთვის კარგი სურთ! მშობლები თანამოაზრეებად მიიჩნიე და არა მოწინააღმდეგეებად. ნამდვილად ღირს, გულახდილად ესაუბრო და კარგი ურთიერთობა განივითარო მშობლებთან, რადგან მათგან ნასწავლი მთელი მარადიულობის განმავლობაში წაგადგება (იგავ. 4:10—12).
ᲣᲧᲣᲠᲔ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲗᲘᲜᲔᲘᲯᲔᲠᲣᲚᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ — ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲛᲝᲕᲜᲐᲮᲝ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲔᲜᲐ ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲗᲐᲜ?“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
რას მიხვდნენ ესთერი და პარტიკი?
-
რისი სწავლა შეგიძლია იესოსგან?
-
საიდან ჩანს, რომ მშობლები ზრუნავენ შენზე?
-
რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარება მშობლებთან საერთო ენის გამონახვაში?