არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

შეგიძლია აკონტროლო სურვილები?

შეგიძლია აკონტროლო სურვილები?

არასრულყოფილი ბუნების გამო გამუდმებული ბრძოლა გვიწევს საკუთარ სურვილებთან. თუ არასწორ სურვილებს ავყვებით, იეჰოვას კეთილგანწყობას დავკარგავთ. მაგალითად, ზოგი ღმერთზე წინ საჭმელს, ტანსაცმელსა თუ სახლ-კარს აყენებს; ზოგი სექსუალურ სურვილებს ემონება და არად აგდებს ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს (რომ. 1:26, 27). ზოგიც თანატოლების გავლენაში ექცევა, რათა მათი მოწონება დაიმსახუროს (გამ. 23:2).

საკუთარი სურვილები რომ ვაკონტროლოთ, მნიშვნელოვანია, სულიერი საქმეებით დავკავდეთ და ლოცვაში ვთხოვოთ იეჰოვას დახმარება (მათ. 4:4). რატომ არის ღმერთისთვის დახმარების თხოვნა გონივრული? იმიტომ, რომ მას საუკეთესო სურს ჩვენთვის და მზადაა, დააკმაყოფილოს ჩვენი სურვილები, რომლებიც მის ნებას არ ეწინააღმდეგება (ფსალმ. 145:16).

ᲣᲧᲣᲠᲔ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔᲡ ᲙᲕᲐᲛᲚᲡ ᲜᲣ ᲒᲐᲐᲢᲐᲜ!“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • რატომ ეწევა ზოგი?

  • რა ზიანი შეიძლება მოგაყენოს მოწევამ?

  • რატომაა არასწორი სიგარეტის მოწევა ან სხვა მოსაწევი მოწყობილობების გამოყენება? (2 კორ. 7:1).

  • შენ შეძლებ საკუთარი სურვილების გაკონტროლებას!

    რა დაგეხმარება, უარი თქვა მოწევაზე ან მოიშორო ეს მავნე ჩვევა?