6—12 მარტი
იერემია 1—4
სიმღერა 23 და ლოცვა
შესავალი სიტყვა (3 წთ. ან ნაკლები)
ღვთის სიტყვის საუნჯე
„შენთანა ვარ, რომ გიხსნა“: (10 წთ.)
[აუდიტორიას უჩვენე ვიდეორგოლი «ზოგადი ცნობები წიგნ „იერემიას“ შესახებ»]
იერ. 1:6 — იერემიას ახალი დავალების შესასრულებლად თავი შეუფერებლად მიაჩნდა (w11 3/15 29 ¶4).
იერ. 1:7—10, 17—19 — იეჰოვა დაჰპირდა იერემიას, რომ გააძლიერებდა და დაეხმარებოდა (w05 12/15 23 ¶18; jr 88 ¶14, 15).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები: (8 წთ.)
იერ. 2:13, 18 — რა ორი ცუდი რამ ჩაიდინეს ორგულმა ისრაელებმა? (w07 3/15 10 ¶1).
იერ. 4:10 — რა გაგებით მოატყუა იეჰოვამ თავისი ხალხი? (w07 3/15 9 ¶4).
რა ვისწავლე იეჰოვას შესახებ მიმდინარე კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამიდან?
რომელ აზრებს გამოვიყენებ მსახურებაში ამ კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამიდან?
ბიბლიის კითხვა: (4 წთ. ან ნაკლები) იერ. 4:1—10
გააუმჯობესე მსახურება
მოამზადე მიმდინარე თვის შეთავაზებები: (15 წთ.) შეთავაზების ნიმუშების განხილვა. აუდიტორიას ვიდეორგოლების მეშვეობით უჩვენე თითოეული შეთავაზების ნიმუში და იმსჯელე მნიშვნელოვან მხარეებზე.
იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
„ორგანიზაცია წინ მიიწევს“: (7 წთ.) აუდიტორიას უჩვენე მარტისთვის განკუთვნილი ვიდეორგოლი „ორგანიზაცია წინ მიიწევს“.
გახსენების საღამოს კამპანია 18 მარტს იწყება: (8 წთ.) სამსახურებრივი ზედამხედველის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2016 წლის თებერვლის „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ პროგრამაზე (გვ. 8). აუდიტორიაში უნდა დარიგდეს მოსაწვევის თითო ეგზემპლარი. განიხილე მისი შინაარსი. აღნიშნე, რა არის დაგეგმილი, რომ ის კრების მთელ ტერიტორიაზე გაავრცელოთ.
კრების ბიბლიის შესწავლა: (30 წთ.) kr თავი 9 ¶10—15, დიაგრამა „ბიბლიის შესწავლების რიცხობრივი ზრდა“ და ჩარჩოები „ეს იეჰოვამ გახადა შესაძლებელი“ და „როგორ იქცა პატარა ხალხი ძლიერ ხალხად“.
განხილული მასალის შეჯამება და მომდევნო კვირის პროგრამის მიმოხილვა (3 წთ.)
სიმღერა 74 და ლოცვა