ამაყი მწიგნობრები და ფარისევლები პირველობის მოყვარულები იყვნენ და ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდათ (მათ. 23:5—7). იესო სრულიად განსხვავდებოდა მათგან. „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს“ (მათ. 20:28). კრებაში უმთავრესად ისეთ საქმეებს ხომ არ ვასრულებ, რომლებიც სხვებისთვის შესამჩნევია და რისთვისაც ქებას დავიმსახურებ? თუ გვინდა, იეჰოვას თვალში განვდიდდეთ, უნდა მივბაძოთ იესოს და მზად ვიყოთ, სხვებს მოვემსახუროთ. ხშირად ასეთ საქმეებს იეჰოვას გარდა, ვერავინ ხედავს (მათ. 6:1—4). ღვთის თავმდაბალი მსახური . . .
-
მონაწილეობს სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და მოვლაში.
-
დახმარებას სთავაზობს ხანდაზმულებსა თუ სხვებს.
-
ფინანსურად უჭერს მხარს სამეფოს საქმეს.