ღვთის სიტყვის საუნჯე
შეინარჩუნეთ თვინიერება ზეწოლის დროს
მოსეს თვინიერება დაძაბულობისა და ზეწოლის დროს გამოიცადა (რიცხ. 20:2—5; w19.02 12 ¶19).
მოსემ დროებით დაკარგა თვინიერება (რიცხ. 20:10; w19.02 13 ¶20, 21).
იეჰოვამ დასაჯა მოსე და აარონი სერიოზული შეცდომისთვის (რიცხ. 20:12; w09 9/1 19 ¶5).
თვინიერება არის რბილი ხასიათი, რომელიც გამორიცხავს სიამაყესა და პატივმოყვარეობას და ეხმარება ადამიანს, მოთმინებით, გაღიზიანების, აღშფოთებისა და შურისძიების სურვილის გარეშე აიტანოს მისთვის მიყენებული ზიანი.