არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ | ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ ᲞᲝᲕᲔᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲨᲘ

დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელებს, პირადი ურთიერთობა განივითარონ იეჰოვასთან

დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელებს, პირადი ურთიერთობა განივითარონ იეჰოვასთან

იეჰოვას სურს, რომ მისადმი მსახურებისკენ სიყვარული აღგვძრავდეს (მათ. 22:37, 38). სწორედ სიყვარული დაეხმარება ბიბლიის შემსწავლელებს, საჭირო ცვლილებები მოახდინონ, მტკიცედ დახვდნენ განსაცდელებს და თავი მიუძღვნან იეჰოვას (1 იოან. 5:3).

იეჰოვას სიყვარულში დაარწმუნეთ ბიბლიის შემსწავლელი. მაგალითად, შესწავლის დროს შეგიძლიათ ჰკითხოთ: „რას გასწავლის ეს იეჰოვას შესახებ?“, „როგორ ჩანს აქედან, რომ იეჰოვას უყვარხარ?“. დაანახვეთ, როგორ უდგას მხარში იეჰოვა პირადად მას (2 მატ. 16:9). გაუზიარეთ, როგორ გიპასუხათ ღმერთმა ლოცვებზე და წაახალისეთ, თავადაც დაინახოს მისი ხელი. დიდი სიხარული დაგეუფლებათ, როცა დაინახავთ, რომ თქვენი შემსწავლელი გრძნობს იეჰოვას სიყვარულს და თავადაც იმავეთი პასუხობს.

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲔᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲨᲔᲛᲡᲬᲐᲕᲚᲔᲚᲔᲑᲡ, ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲒᲐᲜᲘᲕᲘᲗᲐᲠᲝᲜ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲗᲐᲜ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • რა სირთულის წინაშე დადგა ჯეიდი?

  • როგორ დაეხმარა ნიტა მას?

  • როგორ დაძლია ჯეიდმა სირთულე?