ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ | ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ ᲞᲝᲕᲔᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲨᲘ
ლოცვაში დახმარება სთხოვეთ იეჰოვას
ადამიანების გულში ჩათესილ ჭეშმარიტების მარცვალს იეჰოვა ზრდის (1 კორ. 3:6—9). ამიტომ თუ გვსურს ღვთის სიტყვის დახელოვნებული მასწავლებლები ვიყოთ და ჩვენმა ბიბლიის შემსწავლელებმა სულიერად წინ წაიწიონ, იეჰოვას დახმარება უნდა ვთხოვოთ.
ილოცეთ, რომ ღმერთი თქვენს შემსწავლელს წინააღმდეგობისა თუ სირთულეების გადალახვაში დაეხმაროს (ფილ. 1:9, 10). კონკრეტულად ილოცეთ. სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული, რომ სიტყვითა თუ საქმით კარგი მაგალითი მისცეთ შემსწავლელს (ლუკ. 11:13). ასწავლეთ თქვენს შემსწავლელს, როგორ ილოცოს და წაახალისეთ ამისკენ. ილოცეთ მათთან ერთად და მათთვის; სახელებით მოიხსენიეთ ისინი.
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐᲗ ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ ᲞᲝᲕᲝᲗ ᲛᲝᲬᲐᲤᲔᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔᲨᲘ — ᲚᲝᲪᲕᲐ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
რა პრობლემას წააწყდა ნიტა ჯეიდთან ბიბლიის შესწავლის დროს?
-
როგორ დაეხმარა ნიტას 1 კორინთელების 3:6?
-
როგორ გადალახა ნიტამ ეს პრობლემა?