არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

როგორ გავხადოთ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა უფრო პრაქტიკული

როგორ გავხადოთ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა უფრო პრაქტიკული

კრების შეხვედრების მსგავსად, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებიც იეჰოვას მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა. ამ შეხვედრებზე გვეძლევა შესაძლებლობა, „წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ“ (ებრ. 10:24, 25). სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე ძმამ უნდა გაანაწილოს მაუწყებლები, მისცეს უბნები და წარმოთქვას დასკვნითი ლოცვა. ეს ყველაფერი 5-დან 7 წუთამდე უნდა გაგრძელდეს (თუ სამქადაგებლო შეხვედრა სხვა რომელიმე შეხვედრის შემდეგ არის დაგეგმილი, მას უფრო მცირე დრო უნდა დაეთმოს). ძმამ, რომელიც შეხვედრას უძღვება, პრაქტიკული რჩევები უნდა მოამზადოს მათთვის, ვინც იმ დღეს მსახურებას აპირებს. მაგალითად, თუ მსახურების შეხვედრა შაბათს არის დაგეგმილი, ძმას შეუძლია რომელიმე შეთავაზება მოამზადოს იმ და-ძმებისთვის, რომლებსაც შუა კვირაში მსახურებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. კიდევ რა შეიძლება განიხილოს ძმამ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე?

  • როგორ გამოვიყენოთ საუბრის ნიმუში ბროშურიდან „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“.

  • როგორ მოვიშველიოთ მიმდინარე მოვლენები თუ ახალ ამბებში მოსმენილი ინფორმაცია საუბრის წამოსაწყებად.

  • როგორ განვაგრძოთ საუბარი მასთან, ვინც სტანდარტული პასუხით სიტყვას გვაწყვეტინებს.

  • როგორ ვუპასუხოთ ათეისტს, ევოლუციონისტს, უცხოენოვანს ან იმ რელიგიის წარმომადგენელს, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით.

  • როგორ გამოვიყენოთ მსახურებაში ბიბლია, ჩვენი ვებგვერდი jw.org ან JW ბიბლიოთეკა®.

  • როგორ ვისარგებლოთ „სწავლებაში დამხმარე საშუალებებით“.

  • როგორ ვიმსახუროთ ტელეფონით, წერილებით, სტენდით; როგორ ჩავატაროთ ბიბლიის შესწავლები ან გავაკეთოთ განმეორებითი მონახულებები.

  • როგორ მოვერგოთ ამა თუ იმ სიტუაციას; როგორ გამოვიჩინოთ სიფრთხილე, კარგი მანერები და როგორ შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა.

  • როგორ დავეხმაროთ ან წავახალისოთ თანაქრისტიანი, ვისთან ერთადაც ვმსახურობთ.

  • რომელიმე გაკვეთილი ან ვიდეო ბროშურიდან „გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი“.

  • სამქადაგებლო საქმესთან დაკავშირებული რომელიმე ბიბლიური მუხლი ან გამამხნევებელი შემთხვევა.