იყავი ერთგული
ჩამოტვირთეთ:
1. ჩემს მშობლებს ძლიერ ვუყვარვარ, მეც პატივს მივაგებ,
ვუერთგულებ, მათ ნდობას დავიმსახურებ.
დავემორჩილები მათ დადგენილ წესებს,
მე ღმერთი სწორედ ამას მავალებს.
(მისამღერი)
ვუერთგულებ იეჰოვას,
გულს გავუხარებ ჩემს ღმერთს,
და ერთგულების საპასუხოდ
მიერთგულებს ის მე.
2. მე ღვთისგან განსწავლული ვარ, ვარჩევ კარგს და ცუდს,
და განსაცდელის დროს ღმერთს გავუხარებ გულს.
არ ავყვები მათ, ვინც არ აკეთებს კარგს,
ღმერთს ვუერთგულებ ყოველ წუთს და წამს.
(მისამღერი)
ვუერთგულებ იეჰოვას,
გულს გავუხარებ ჩემს ღმერთს,
და ერთგულების საპასუხოდ
მიერთგულებს ის მე.
ერთგულების საპასუხოდ
მიერთგულებს ის მე.