არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არასდროს ვარ მარტო

არასდროს ვარ მარტო

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. ჩემს მიტოვებულ სულს

    ტანჯულს და გაცემულს,

    გულს სევდით დამძიმებულს

    ვინ განკურნავს დამწუხრებულს?

    როცა გვერდით არვინ

    სითბოს არ იმეტებს,

    ვინ მანუგეშებს გულით?

    ჩემს მძიმე ტვირთს ვინ ატარებს?

    (მისამღერი)

    მარტო არ ვარ

    მე არასდროს,

    რადგან ჩემთან

    არის ახლოს

    ჩემი ღმერთი

    იეჰოვა.

    სულ მხედავს ის,

    ისმენს ლოცვას.

    რაც უნდა მოხდეს ხვალ,

    მე მარტო არ ვარ.

  2. 2. თუ შენი გულისთვის

    დავკარგავ რამეს მე

    ან ვინმე მიღალატებს,

    ვიცი, რომ არ მიმატოვებ.

    ღმერთო, ჩემ გვერდით ხარ,

    ვიცი, ზურგს არ მაქცევ.

    ჩემს იმედს, ნდობას, რწმენას

    შენ არასდროს გამიცრუებ.

    (მისამღერი)

    მარტო არ ვარ

    მე არასდროს,

    რადგან ჩემთან

    არის ახლოს

    ჩემი ღმერთი

    იეჰოვა.

    სულ მხედავს ის,

    ისმენს ლოცვას.

    რაც უნდა მოხდეს ხვალ,

    მე მარტო არ ვარ

    მე არასდროს,

    რადგან ჩემთან

    არის ახლოს

    ჩემი ღმერთი

    იეჰოვა.

    სულ მხედავს ის,

    ისმენს ლოცვას.

    რაც უნდა მოხდეს ხვალ,

    მე მარტო არ ვარ.