ვისთან წავიდე
ჩამოტვირთეთ:
1. მოვუსმინე იესოს
ამ რთულ და მძიმე ჟამს,
მინათებს ბილიკს
მეც მივყვები მის კვალს.
მზრუნველი მწყემსია,
მუდამ მიჩვენებს გზას,
მისწორებს სავალს,
არასდროს ცრუობს, მწამს.
(მისამღერის შესავალი)
რატომღა მოვუსმინო
მზაკვრული სიცრუის წყაროს,
ვინც ცდილობს ხელი მკრას
და ამაცდინოს სწორ გზას?!
(მისამღერი)
ვისთან უნდა წავიდე?!
ამ მძიმე ჟამს ვის უნდა ვენდო?!
ვისთან უნდა წავიდე?!
უცხოს არ გავყვები,
სწორ გზას არ ავცდები,
მხოლოდ ჩემი მწყემსის ხმას ვუსმენ.
2. ჩემი მზრუნველი მწყემსი
მჩუქნის თავშესაფარს
და-ძმების გვერდით
საფრთხის შიში არ მაქვს.
შევყურებ მომავალს
იეჰოვას თვალით,
მისი ძე დამიხსნის
„სიცოცხლის სიტყვით“.
(მისამღერის შესავალი)
რატომ მოვუსმინო
მზაკვრული სიცრუის წყაროს,
ვინც ცდილობს ხელი მკრას
და ამაცდინოს სწორ გზას?!
(მისამღერი)
ვისთან უნდა წავიდე?!
ამ მძიმე ჟამს ვის უნდა ვენდო?!
ვისთან უნდა წავიდე?!
უცხოს არ გავყვები,
სწორ გზას არ ავცდები,
მხოლოდ ჩემი მწყემსის ხმას ვუსმენ.
(მისამღერი)
ვისთან უნდა წავიდე?!
ამ მძიმე ჟამს ვის უნდა ვენდო?!
ვისთან უნდა წავიდე?!
უცხოს არ გავყვები,
სწორ გზას არ ავცდები,
მხოლოდ ჩემი მწყემსის ხმას ვუსმენ.
ვისთან უნდა წავიდე?!
ქრისტეს გზიდან არ გადავალ მე.