იეჰოვაა ჩემ გვერდით
ჩამოტვირთეთ:
1. მზე ამოვიდა, მელის ახალი დღე.
ვილოცე და კარი გამოვიხურე.
თუმცა მიკრძალავენ ვუქადაგო სხვებს,
ერთგულად ვუსმენ მე მხოლოდ ღმერთს.
(მისამღერი)
სიმშვიდე ჩემს გულში ზაფხულის გრილ სიოს ჰგავს; ვიცი,
იეჰოვა გვერდით მყავს, არ მეშინია!
იეჰოვა გვერდით მყავს, არ მეშინია!
2. შინ დავბრუნდი და ვფიქრობ განვლილ დღეზე;
ის კაცი სკამზე — წუხდა რამდენზე.
შევთხოვ მხურვალედ ღმერთს, რომ მალე შევხვდე,
ჭეშმარიტება მას ანუგეშებს.
(მისამღერი)
სიმშვიდე ჩემს გულში ზაფხულის გრილ სიოს ჰგავს; ვიცი,
იეჰოვა გვერდით მყავს, არ მეშინია!
იეჰოვა გვერდით მყავს, არ მეშინია!
(ხიდი)
აგიზგიზდა გულში შენი სიტყვა,
ჩემ წილ სათქმელს ხალხს მივუტან.
გავაცნობ სხვებს მე ჩემს ძვირფას ღმერთს,
ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებ!
რწმენისთვის იბრძვიან ჩემი ძმები,
მეც მტკიცედ ვდგავარ, არ ვეცემი.
ვენდობი, ვადიდებ, ვუმღერი ღმერთს,
მალე ის მშვიდობას დაამყარებს.
3. დღის ბოლოს, ძილის წინ, ვილოცებ კვლავ;
გავუმხელ ჩემს განცდებს იეჰოვას.
არა, არ ვიცი, რას ველოდო ხვალ,
მაგრამ ის კი ვიცი, მარტო არ ვარ.
(მისამღერი)
სიმშვიდე ჩემს გულში ზაფხულის გრილ სიოს ჰგავს; ვიცი,
იეჰოვა გვერდით მყავს, არ მეშინია!
იეჰოვა გვერდით მყავს, არ მეშინია!