იყავით ბავშვებივით
ჩამოტვირთეთ:
1. ქრისტემ გვითხრა თბილად,
რომ ვიყოთ ბავშვებივით,
და ამაყ ქვეყნიერებაში დღეს
ჩვენ ბავშვის გული რომ გვქონდეს.
ჩვენი ღვთის მსგავსად კარგს ვეძებთ სხვებში, მათ დიდად ვაფასებთ.
(მისამღერი)
და როგორც ბავშვს, ჩვენ გვიყვარს დღეს ერთმანეთი.
ვეძებთ კარგს და გული გვაქვს სავსე სიკეთით.
ჩვენ როგორც ბავშვს, არ გვინდა, რომ რამემ დაგვყოს,
და ჩვენს თვალს მხოლოდ დადებითზე მივაპყრობთ.
2. და დროის სვლასთან ერთად
ქვეყნიერებას სულ მეტად
სურს, რომ ჩვენც მის მსგავსად ვიაზროვნოთ,
სხვებს ეჭვის თვალით ვუყუროთ.
დღეს იშვიათად თუ ნახავ ვინმეს, რომ სხვა დააფასოს.
(მისამღერი)
და როგორც ბავშვს, ჩვენ გვიყვარს დღეს ერთმანეთი.
ვეძებთ კარგს და გული გვაქვს სავსე სიკეთით.
ჩვენ როგორც ბავშვს, არ გვინდა, რომ რამემ დაგვყოს,
და ჩვენს თვალს მხოლოდ დადებითზე მივაპყრობთ.
გვსურს, მივბაძოთ ბავშვს.
(ხიდი)
და როცა წლები
ვემსახურებით
ღმერთ იეჰოვას,
გვინდა გვახსოვდეს,
რომ უნდა გვქონდეს
ისეთი გული ჩვენ,
როგორიც აქვს გულწრფელ და სათნო ბავშვს.