არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კვლავ წამოვდგები

კვლავ წამოვდგები

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. გულს არ ძალუძს, რომ გაუძლოს ამ ტკივილს და

    დღეს ვხედავ, სად დავუშვი შეცდომა.

    გულდამძიმებულს მე ახლა ძალა მჭირდება,

    იეჰოვა, მე მსურს დაბრუნება.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    მახსენდება წმინდა სიტყვა შენგან ნასწავლი,

    საუნჯე ჭეშმარიტი, ძვირფასი.

    და თუნდაც წავბორძიკდე, თუნდაც დავეცე,

    კვლავ წამოვდგები.

  2. 2. მე ვიცნობ მათ, ვის ვუყვარდი,

    ვინც ჩემზე ზრუნავდა,

    იეჰოვა უყვართ გულით მათ.

    მე ლამპარივით მინათებს შენი სიტყვა იმ გზას,

    რომელიც სიცოცხლემდე მიმიყვანს.

    (ᲮᲘᲓᲘ)

    ყველაფერი დღეს იმას მახსენებს, რომ გვიახლოვდება,

    მოდის აღსასრული.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    იეჰოვა, მამა, გთხოვ, ვედრება ჩემი

    შეისმინე, გთხოვ, შენ მე მჭირდები.

    შენ იცი, რომ მე ბევრჯერ წავბორძიკდი,

    მაგრამ ავდგები.

    (ᲮᲘᲓᲘ)

    ვიცი, რომ ესმის ჩემი მას; და გამომიწვდის თავის მკლავს.

    მან იცის, რომ ვარ სუსტი და ხედავს ის ყველაფერს,

    ის ჩემში მხოლოდ კარგს ეძებს.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    მე ღვთის ფარას მოვწყდი, მაგრამ დღეს დავუბრუნდები მას,

    აქ ყოფნა გულით მწადია.

    და თუნდაც წავბორძიკდე, თუნდაც დავეცე, წამოვდგები კვლავ.

    წამოვდგები კვლავ.